თითქმის ათ წელზე მეტია, რაც ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე რეზო ღლონტის მუსიკალური ჟღერადობაც ისმის. პროფესიით მეზღვაურმა პირველი დამოუკიდებელი მინიალბომი - Street Risen Wire 2010 წელს პოლონურ ლეიბლზე გამოუშვა, რომელსაც მომდევნო წლებში ახალი ალბომები -  Imaginable Layers, Umor-Rex, Budapest და სხვა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ რეზოს მუსიკა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჟანრს არ მოიცავს, მის ნამუშევრებს უფრო ხშირად ემბიენთს მიაკუთვნებენ, რომელიც მუსიკოსისთვის დამახასიათებელი ექსპერიმენტული ფორმებით გამოირჩევა. 

გთავაზობთ რეზო ღლონტის მიერ სპეციალურად Hammock Magazine-ის მკითხველისთვის შერჩეულ მუსიკალურ კომპოზიციებს.

ძალიან კარგი ფილმის, Mati Diop-ის Atlantics-ის საუნდტრეკი




ებრაელი მუსიკოსის, ჩარლ მეგირას სიმღერა, რომელმაც, სამწუხაროდ, 2016 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.




Lars Holdhus-ის პროექტის -  TCF-ის ნებისმიერი ტრეკი თავისებურად საინტერესოა.





შოპენის ‘’Prelude in E Minor” Ruth White-ის ინტერპრეტაცია.



შემთხვევით გადავაწყდი youtube-ზე



ყველას ვურჩევდი მთლიანი ალბომის მოსმენას.



Atom™-ის ახალი ალბომიდან <3’, ტექსტი დღევანდელი გარემოს რელევანტურია. 



Gazebo-ს “I Like Chopin’”-ის იაპონური ქავერი