სტუდია “გიბლის” მომდევნო ანიმაციური ფილმი - Aya to Majo (Aya and the Witch) იაპონიაში ამ წლის ზამთარში გამოვა. Aya to Majo კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი “გიბლის” პირველი ანიმაცია იქნება, მისი რეჟისორი ჰაიაო მიაძაკის შვილი - გორო მიაძაკი გახლავთ.
Aya to Majo დიანა უინ ჯოუნსის ნოველის, Earwig and the Witch-ის მიხედვით გადაიღეს. ფილმი ობოლი აიას შესახებ მოგვითხრობს - მას ჯადოქარი იშვილებს და წაიყვანს სახლში, რომელიც სავსეა მაგიით. დიანა უინ ჯოუნსის ფენტეზის ჟანრის პოპულარული რომანის - „ჰოულის მოსიარულე კოშკის“ საყოველთაოდ ცნობილი ეკრანიზაციაც სტუდია “გიბლის”, კონკრეტულად კი ჰაიაო მიაძაკის ეკუთვნის.
ფილმის პრემიერა 2020 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ პანდემიის გამო ვერ მოხერხდა. ფილმის პროდიუსერმა - ტოშიო სუძუკიმ პანდემიის შემდგომ პერიოდში ფილმის პრემიერის შესახებ განაცხადა: „ამ დროის განმავლობაში ამაზე არაერთხელ ვიფიქრე, - ამბობს სუძუკი. - შემდეგ გავაცნობიერე, რომ ის, რაც ფილმს გამოარჩევს, აიას გონივრულობაა, და თუ თქვენ გონიერი ბრძანდებით, გადარჩენას ისტორიის ნებისმიერ პერიოდში შეძლებთ. ამის გაცნობიერებამ შვება მომგვარა“.
დაწერე კომენტარი