თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული და ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს ისეთ ტრანსცენდენტულ მოვლენასთან, როგორიც ღმერთთან ურთიერთობაა. განსაკუთრებით მრავალფეროვანი ეს დამოკიდებულება გასული საუკუნიდან გახდა, როგორც ერთხელ მატისმა თქვა: ალბათ ყველასთვის უმჯობესია ვილოცოთ მიმზიდველ გარემოშიო, როდესაც მას ტაძრის აშენება სთხოვეს საფრანგეთის ერთ-ერთი პროვინციული ქალაქისთვის. ისტორიის მანძილზე ხელოვნება და რელიგია ყოველთვის გადაჯაჭვული იყო ერთმანეთთან, ტაძრებს აშენებდნენ და ხატავდნენ მხატვრებიმიქელანჯელო,  რაფაელი

თუმცა გასულ საუკუნეებში რელიგიისა და ხელოვნების განვითარება ერთმანეთს ასცდა, ის ინოვაციები, რომლებსაც არტისტები სთავაზობდნენ საზოგადოებას, გარკვეულწილად არ ერგებოდა რელიგიურ შეხედულებებს, თუმცა მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეები დასავლეთისთვის ღია და გაბედული აღმოჩნდა, სამყარო კი დაუბრუნდა იმ უძველეს ტრადიციას, რომელიც მხატვრობასა და ეკლესიას ერთმანეთს აახლოვებდა. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ პიკასოს ნამუშევარი, ფრესკა War and Peace – Chateau de Vallauri-ის სამლოცველოში, რომელიც სწორედ ამ ნამუშევრის გამო მოგვიანებით მუზეუმად გადაკეთდა და კარგი მაგალითია თანამედროვე ხელოვნების  ასევე თანამედროვე ტაძრებში შესვლისა.


ტაძრები, რომლებიც თანამედროვე არტისტების მიერ იქმნება, უფრო მეტად მედიტაციურ-ინოვაციურია თავისი ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინით, ვიდრე ტრადიციულ სტილში გაფორმებული, თუმცა ასეთ რეინკარნირებულ ტაძრებსაც შეხვდებით. ქვემოთ შემოგთავაზებთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ თანამედროვე ტაძრებს, რომლებიც ცნობილმა მხატვრებმა თუ არქიტექტორებმა შექმნეს.


4 წელი მუშაობდა მატისი იმ ტაძრის ასაშენებლად, რომელიც დღეს La Chapelle du Rosaire-ის სახელით არის ცნობილი. ტაძარი საფრანგეთის ქალაქ ვენსში მდებარეობს და მასზე მუშაობა მხატვარმა 1948 წელს დაიწყო, როდესაც მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და თერაპიისთვის მასთან ერთ-ერთი მონაზონი მუშაობდა. სწორედ მან შესთავაზა მხატვარს ტაძრის აშენება გოგონების სასწავლებლის მახლობლად. ტაძრის თითოეულ დეტალს ეტყობა მატისის ხელიშენობის არქიტექტურას, ვიტრაჟულ ფანჯრებს, ინტერიერს, ფრესკებსა თუ ყვავილის ფორმის სასანთლეებს.


ასოციაცია I’Oeuvre Notre Dame du Haut მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული ტაძრის აღდგენას უკვეთავს არქიტექტორსა და დიზაინერს ლე კორბუზიეს. რა თქმა უნდა, ტაძარი ისე არ აღდგენილა, რომ არქიტექტორის ცნობილი სტილი უგულებელეყო. ტაძარი მან ქვისგან ააშენა, ექსტერიერი მთლიანად თეთრია, პატარა გამოჭრილი ფანჯრებით, ხოლო სახურავი კი მოხვეული. ინტერიერის სამხრეთი კედელი არქიტექტორმა ძველი ტაძრის ნანგრევებისგან ააშენა. სამწუხაროდ, 2017 წელს ტაძარი გაქურდეს და ჩაამსხვრიეს კორბუზიეს მიერ ხელმოწერილი ერთადერთი ფანჯარა.


ალბათ ყველაზე ცნობილი მაინც ამერიკული ქოლორ ფილდის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის, მარკ როტკოს ტაძარიამხატვრის ბოლო პერიოდის ქმნილება, მისივე სახელობის. 14 ფერწერული ნამუშევარი მთლიანად მედიტაციური ხასიათისაა. ხშირად შეხვდებით ტაძარში მყოფ ხალხს ცრემლიანი თვალებით, როტკოსთვისაც სწორედ ამას ნიშნავს ტაძარი, რომელიც გაფიქრებს. როტკოს ტაძარი მდებარეობს ჰიუსტონში. საზოგადოებისთვის იგი 1971 წელს გაიხსნა.




1975
წელს ებრაელი ლუის ნეველსონი აკეთებს დიზაინს ნიუ-იორკის წმინდა პეტრეს ტაძრის ერთ-ერთი სამლოცველოსთვის – „მწყემსი კეთილი”, რომლის ინტერიერი რელიეფური ხისგან არის დამზადებული, ძირითადი აქცენტები კი სამებასა და ჯვარცმულ ქრისტეზეა გაკეთებული.




ღმერთი და ადამი თითქმის შეეხნენ ერთმანეთს, სად იყო ევა? ილაისა გრინსტეინმა თავად მიქელანჯელო გამოიწვია და გადაწყვიტა ადამიანის შექმნის მითი ხელახლა მოეყოლა, ამიტომ იგი ქმნის the sister chapel – ქალის ტაძარი ქალებისთვის, რომელიც რამდენიმე  არტისტ ქალთან კოლაბორაციის შედეგად აშენდა. ტაძარში ნახავთ ცნობილი ქალების ფერწერულ პორტრეტებს. ტაძარი ნიუ-ჯერსიში მდებარეობს და იგი 1978 წელს გაიხსნა.


იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს სინათლის ტაძარი მეტად ტრანსცენდენტული და სადაა. ცენტრს წარმოადგენს აღმოსავლეთ კედელზე ამოჭრილი უზარმაზარი ჯვარი. იგი 1989-ში იაპონიის ქალაქ იბარაკში აშენდა და დღესაც აქტიურად იზიდავს მნახველს.



ბილ ვიოლასა და მისი ცოლის, კირა პეროვის კოლაბორაცია ლონდონის წმინდა პავლეს კათედრალში ალბათ ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება თანამედროვე ხელოვნების დაახლოება რელიგიასთან. პირველი პერმანენტული ვიდეოინსტალაცია სახელწოდებით Martyrs (Earth, Air, Fire, Water) 2014 წელს კათედრალის სამხრეთ მხარეს გაიხსნა.


ორი წლის შემდეგ კი უკვე ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს ვიზიტორები ნახავენ მის მეორე პერმანენტულ ინსტალაციას სახელწოდებით Mary.


ბერლინის Dorotheenstadt-ის მემორიალური სასაფლაოს ტაძარი საკმაოდ პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ჯეიმს ტურელმა მისი მოდიფიკაცია გადაწყვიტა და მასში  ნეონის ინსტალაციები შეიტანასინათლე მაშინ ინთება, როდესაც მზე ჩასვლას იწყებს.




ფერი
არის ცხოვრება, – უთხრა ელსვორს კელიმ სიმონ ვიკას, ბლანტონის ხელოვნების მუზეუმის დირექტორს. Blanton Museum of Art ტაძარი კელის უკანასკნელი მონუმენტური ნამუშევარია, რომლის მთავარი მოტივი ფერია და მისი ურთიერთობა ინტერიერთან. მის სამ მხარეს ვიტრაჟული ფანჯრებია, რომლებიც ცისარტყელას ფერებით ავსებენ ტაძარს სინათლის შემოსვლასთან ერთად.

ოსტინის ტაძარი რომანული და ბიზანტიური არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი, თუმცა არტისტს რაიმე რელიგიური ჩანაფიქრი არც ჰქონია, ეს ადგილი  რელაქსაციისთვის უფროა, ვიდრე რელიგიური გრძნობების გამოსახატავად. მშენებლობა 2015 წელს დაიწყო, ორი თვით ადრე, სანამ ოსტინი გარდაიცვლებოდა 92 წლის ასაკში. ტაძარი 2018 წელს გაიხსნა და მისი მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


ყველაზე ორიგინალური ფორმითა და იდეით ალბათ კანადელი ხელოვანის, ტერენს კოს ფუტკრების ტაძარი გამოირჩევა, მისი ადგილმდებარეობაც განსხვავებულია, იგი გამოფენილია ნიუ-იორკის Andrew Edlin Gallery-ში. ტაძარი კონცეფციითაც გამორჩეულია, რომელიც ხელოვანმა ფილოსოფოს კრიშნამურტის გავლენით შექმნა, რომლის მიხედვითაც  ყველა ცვლილება მცირედით უნდა დავიწყოთ, ამიტომ კოსსკაშიმხოლოდ ერთი ადამიანის ადგილია.