ჯონ მალკოვიჩი თბილისის თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
22 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის მე-15 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული და უცხოური დასები მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე ვიხილავთ ლატვიური დაილეს თეატრისა და ეკატერინა იაკიმოვას კოპროდუქციას - “ბამბის ველები სიმარტოვეში”, სადაც მთავარ როლებს ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაკპუნაიტესი ასრულებენ.
2023 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ქართული სპექტაკლებით გაიხსნება, ხოლო 30 სექტემბრიდან საერთაშორისო პროგრამა დაიწყება.
30 სექტემბერი - 1 ოქტომბერი
სტუდია Theatre Gallery-ის “თანამშრომლები” - სილქ ფაქტორ სტუდიოში
7-8 ოქტომბერი
Flow Projects-ის და Bormia-ს “ბამბის მინდვრების სიმარტოვეში” - გრიბოედოვის თეატრში
13-17 ოქტომბერი
Royal District Theatre და HLTM-ის “რატომ იხარშება ბავშვი პოლენტაში” - სამეფო უბნის თეატრში
14 ოქტომბერი
მალ პელოს “გამოგონებები” - კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრში
17-18 ოქტომბერი
Cie Que Faire-ის “ომის რეპორტიორები” - კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრში
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Getty Images, MĀRIS MORKĀNS , flow projects
დაწერე კომენტარი