კონცეპტუალური მაღაზია Pierrot Le Fou, რომელსაც ფრანგული კინოს ახალი ტალღის ფუძემდებლის, რეჟისორ ჟან-ლუკ გოდარის ერთ-ერთი ფერადი და შთამბეჭდავი ფილმის სახელი ჰქვია, უკვე 13 წელია, რაც თბილისში არსებობს. არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის, ლენკა ციციშვილის მიერ დაარსებული მაღაზია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც დიდი ხანია, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. 




Pierrot Le Fou-ს აქამდე თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე იპოვიდით, თუმცა ამიერიდან მაღაზიას ახალი მისამართი ექნება და მას ძველ თბილისში,  კოჯრის ქუჩაზე აღმოაჩენთ. მულტიბრენდული მაღაზია კვლავ ისეთი მოდის სახლების ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს სთავაზობს მომხმარებელს, როგორებიცაა: Maison Martin Margiela, Haider Ackermann, Rick Owens, Givenchy, Pierre Hardy, Ann Demeulemeester, Yohji Yamamoto. 




კონცეპტუალური მაღაზია Pierrot Le Fou, რომელსაც უკვე სულ სხვა სივრცეში ეწვევით, განსაკუთრებული იმ უძველესი შენობითაცაა, რომელიც, როგორც ძველი თბილისის სხვა ნაგებობები,  უნიკალური არქიტექტურითაა გამორჩეული.