საფრანგეთის და იტალიის სანაპიროებზე, სან ტროპესა და პორტოფინოში Jacquemus-ის pop-up მაღაზიები გაიხსნა, ახალი ლოკაციების ესთეტიკა კი მოდის სახლის ზაფხულის კაფსულა კოლექციისთვის სახასიათო ყვითელი და ცისფერი ზოლებით არის შთაგონებული.
Jacquemus-ის pop-up-ების გამოჩენა ევროპის სანაპიროებზე ბრენდის აღმასრულებელი დირექტორის, ბასტიენ დაგუზანის დაწყებული კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანია ახალი მაღაზიებისა და ინსტალაციების გახსნას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ პორტოფინოს და სან ტროპეს სანაპიროებზე Jacquemus-ის ბრენდირებული პლაჟებიც გაიხსნა, რომლებიც დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრს ფარავს და იტალიურ ქალაქში, ისევე როგორც საფრანგეთში, მოდის სახლის pop-up მაღაზიებთან ერთად, 16 ოქტომბრამდე იმუშავებს.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Jacquemus
დაწერე კომენტარი