Mschf-ის უცნაური სამოსისა და აქსესუარების კოლექციას, როგორიცაა Mario-თი შთაგონებული ფეხსაცმელები, ამჯერად მიკროსკოპული ხელჩანთა დაემატა, რომლის ზომები 700x657x222 მიკრონია. 



მინიატიურული ჩანთა Louis Vuitton-ის On the Go handbag-ის პატარა ასლია. Mschf-ის განცხადების მიხედვით, ეს მიკროსკოპული აქსესუარი ერთგვარი მეტარეპლიკაა მოდაში დამკვიდრებულ ტრენდზე, როცა აქსესუარები და ტანსაცმელი “უნიკალური” ესთეტიკის გამო ფუნქციურობას კარგავს:



“იმის გამო, რომ ისეთი ოდესღაც ფუნქციური ნივთი, როგორიც ხელჩანთაა, უფრო და უფრო პატარავდება, მისი სტატუსი მეტად აბსტრაქტული ხდება და უბრალოდ ბრენდის აღმნიშვნელად იქცევა”, - აღნიშნულია Mschf-ის განცხადებაში. 



მიკროსკოპული ჩანთა 20 ივნისიდან 24 ივნისამდე პარიზში, გალერეა Matignon-ში, მიკროკოპის ქვეშ იქნება წარმოდგენილი, მოგვიანებით კი Joopiter-ის, ფარელ უილიამსის აუქციონის სახლში გაიყიდება. 

 

ავტორი: ტატო ანთაძე

ფოტო: Mschf