18 ივნისს Prada-ს მილანის მთავარ შენობაში ლეგენდარული მოდის სახლის 2023-2024 წლის გაზაფხულის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელიც მიუჩია პრადას და რაფ საიმონსის თანამშრომლობით შეიქმნა. 



კოლექციის დიზაინის მთავარი თემატიკა, მიუჩია პრადას თქმით, "დინამიკურობა და მოძრაობაა”, რამაც უშუალოდ ჩვენების ესთეტიკაც განსაზღვრა: მეტალის მილებისგან აგებულ ბილიკზე მიმავალი მოდელების პარალელურად, ჭერიდან ბლანტი, გამჭვირვალე სითხე იღვრებოდა, რამაც მეტალის ხისტ ინტერიერთან საინტერესო კონტრასტი შექმნა. 



წახნაგოვან და დინამიკურ ფორმებს შორის კონტრასტი მნიშვნელოვანია უშუალოდ Prada-ს ახალ კოლექციაშიც, რაც საიმონსის თქმით, კოლექცია Fluid Form დიდწილად შვეიცარიელი მხატვრის, ჰ. რ. გიგერის შემოქმედებით არის შთაგონებული, რომლის ხელწერამაც დიდი გავლენა იქონია კოსმოსური ჰორორის და ზოგადად, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრზე. 

ავტორი: ტატო ანთაძე