KAWS-მა Black Lives Matter კამპანიის მხარდასაჭერად ახალი ფიგურა - TAKE შექმნა, რომლის შეძენაც 9 ივნისიდან გახდა შესაძლებელი.
არტისტმა ეს ინფორმაცია თავის ინსტაგრამის გვერდზე განათავსა: „KAWSONE-ზე გაყიდული ფიგურებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ვთვლი, რომ საჭირო ცვლილებებში მონაწილეობენ, - წერს KAWS. - ვიმედოვნებ $250,000-ის შეგროვებას, ეს თანხა Color of Change-ს და Black Lives Matter-ს გაუნაწილდება“.
TAKE ფიგურების გარდა, რომელიც ვარდისფერ, ლურჯ და შავ ფერებშია ხელმისაწვდომი, KAWSONE.com-ზე წიგნი KAWS: COMPANIONSHIP IN THE AGE OF LONELINESS და KAWS-ის პერსონალური კოლექციიდან რამდენიმე ნივთიც გაიყიდება.
დაწერე კომენტარი