Laline — მოგზაურობა, რომელიც ისრაელში დაიწყო...
დღეს გალერია თბილისში ნატურალურ ინგრედიენტებზე დაფუძნებული თავის მოვლის საშუალებების ახალი მაღაზია „ლალინი“ გაიხსნა. ებრაული ბრენდი სახისა და სხეულის მოვლის საშუალებებს, აბაზანის პროდუქტებს, სუნამოებს, აქსესუარებს და სხვა საინტერესო პროდუქტებს თავის განებივრებისთვის, არა მხოლოდ ქალბატონებს, არამედ ბავშვებს და მამაკაცებსაც სთავაზობს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მომხმარებელი ბრენდს პირველად გაიცნობს, მსოფლიოში ლალინის თავის მოვლის პროდუქტებს უკვე ათეული წლებია, მილიონობით მომხმარებელი იყენებს და ენდობა. ბრენდის ისტორია 1999 წელს იწყება, როცა რევიტალ ლევიმ და მერავ კოენმა საზოგადოებას „ლალინის“ სახელით, თავიანთი პირველი პროდუქტი - საპნები და სანთლები წარუდგინეს. 2007 წელს ბრენდმა ხელშეკრულება Fox Group-თან, ისრაელის ერთ-ერთ უდიდეს რითეილ ჯგუფთან გააფორმა, რის შედეგადაც „ლალინი“ დღეს ევროპის, აზიისა და ამერიკის საერთაშორისო ბაზარზე მთელ მსოფლიოში 180-ზე მეტი ბუტიკითაა (ისრაელი, კანადა, იაპონია, ტაივანი) წარმოდგენილი.
ამგვარი წარმატების და მომხმარებლების მუდმივი ნდობის მიზეზი კი ბრენდის ფილოსოფია და მთავარი იდეაა, რომლის მიხედვითაც სხეულის მოვლასთან ერთად, სულის ჰარმონიასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. When Body Meets Soul, ანუ როცა სხეული ხვდება სულს, ლალინისა და მისი წარმომადგენლების მთავარი გზავნილია, რაც თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიასა და უკვე კარგად დამკვიდრებულ სილამაზის სტანდარტების პირობებში ასეთი იშვიათია. იშვიათია ისიც, რომ ბრენდი საკუთარ პროდუქტებს და მასში შემავალ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს არასდროს ტესტავს ცხოველებზე, შესაბამისად, ამგვარი ეთიკური დამოკიდებულებით გამორჩეულ ბრენდის თაროზე, ნებისმიერი გემოვნებისა და ცხოვრების სტილის ადამიანი თავისუფლად შეძლებს მისთვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევას.
ლალინი გვპირდება, რომ მის სივრცეში მისული ნებისმიერი სტუმარი იპოვის თავის ფავორიტ პროდუქტს და სურნელს, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე საყვარელი ადამიანისთვის, ლალინის მულტისენსორულ შთამბეჭდავ სივრცეში არსებული კვალიფიციური ბრენდ მაისტერების გუნდი ლალინის სურნელებათა სამყაროში ამოგზაურებენ ქართველ მომხმარებელს.
საქართველოში ლალინის ოფიციალურ წარმომადგენლობას ხსნის TSUR GROUP FOX GROUP-თან თანამშრომლობით.
“ცურ ჯგუფი” არის ებრაულ-ქართული ჰოლდინგი, რომელიც საქართველოში დივერსიფიცირებული სახის ბიზნესს ახორციელებს. ჯგუფის საქმიანობა საქართველოში 2020 წლიდან იწყება. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები მათ შორის: „არომაკო“, „ბიზნეს ლაბორატორია“, „ნამი 8“, „მასორი“, „ჯორჯიან ინვესტმენტ“, „ბი იო“ და „მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი“.
დაწერე კომენტარი