D2naughty - Dsquared2-ის 2024 წლის გაზაფხულის კოლექცია
მაიამის სანაპიროსთან მდებარე პენტჰაუსში დინ და დენ კეიტენებმა Dsquared2-ის 2024 წლის გაზაფხულის კაცების კოლექცია - D2naughty წარადგინეს.
ახალი კოლექცია პოპკულტურის იკონოგრაფიას, 90-იანების ტანსაცმლის დიზაინის ელემენტებს, თანამედროვე სპორტული და ფორმალური სამოსის ესთეტიკას აერთიანებს.
ძმებმა კეიტენებმა ჩვენების შემდეგ აღნიშნეს, რომ გაზაფხულის კოლექცია გარკვეულწილად კონტრასტების გაერთიანებაა: სექსუალური და წესიერი… მოწესრიგებული და ვულგარული, ელიტური და სნობური”.
აღსანიშნავია, რომ Dsquared2-ის ჩვენებაში მონაწილეობდნენ მოდელები ჯულია ფოქსი, ესთერ კანადასი და ცნობილი იტალიელი პორნოვარსკვლავი როკო სიფრედი, რომლის ფილმებიდან აღებული კადრებიც ეკრანებზე მთელი ჩვენების მანძილზე დონა სამერსის Love to Love You Baby-ის ფონზე გადიოდა.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Giovanni Gianonni
დაწერე კომენტარი