Challengers ლუკა გუადანინოს ახალი ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ზენდაია, ჯოშ ო’კონორი და მაიკ ფაისტი ასრულებენ, სცენარზე კი ჯასტინ კუიზკისი მუშაობდა.

ფილმის სიუჟეტი სამი ჩოგბურთელის ჩახლართული ურთიერთობების და მათი სასიყვარულო სამკუთხედის გარშემო ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ფილმში ასევე მონაწილეობენ ემი პასკალი, რომელიც გუადანინოსთან და ზენდაიასთან ერთად პროდიუსერიც არის. ხოლო ფილმის საუნდტრეკზე Nine Inch Nail-ის ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი მუშაობდნენ.

Challengers კინოთეატრებში 15 სექტემბერს გამოვა. 


ავტორი: ტატო ანთაძე