ისთ ფოინთში ზაფხულის სეზონი ქართველ დიზაინერებთან კოლაბორაციით და ჩანთების ახალი, ლიმიტირებული სერიის შექმნით იწყება. 8 სეზონის განმავლობაში შექმნილი ყველა დიზაინი განსაკუთრებულია, განსხვავებული მასალით, თემატიკით და ორიგინალური დეტალით.
ისთ ფოინთის 2023 წლის კოლაბორაცია LIYA-სთან შედგა.
LIYA ქართველი დიზაინერის, ლია გოგლიძის მიერ შექმნილი ქალის სამოსისა და აქსესუარების ბრენდია. Liya-ს ხელწერა ორიგინალური ფორმის სამკაულებია, რომლებსაც აღმოაჩენთ ლილი კოლინზის, მეი მასკის, შეა მიტჩელის, Young Emperors-ის, კამილა კაბელოს და ქარდი ბ -ის გარდერობში. ბრენდი აქტიურად მონაწილეობს მოდის კვირეულებზე და არაერთხელ მიიქცია VOGUE-ის ყურადღება. LIYA-ს ნამუშევრების შეძენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისეთ მულტიბრენდულ საიტზეა შესაძლებელი, როგორიც Farfetch-ია.
“წლის ჭრილში ზაფხულის კამპანიას განსაკუთრებულად ველოდებით ხოლმე. წლევანდელი კოლაბორაცია LIYA-თან შედგა და ერთად ჩანთების ახალი, ლიმიტირებული სერია შევქმენით, რომლის მიღებაც ისთ ფოინთის სტუმრებს 10 ივლისიდან შეუძლიათ.” თეიკო ლომინაძე, ისთ ფოინთის მარკეტინგის დირექტორი.
ისთ ფოინთის მომხმარებლები 10 ივლისიდან შეძლებენ იშოპინგონ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში და გადაცვალონ 400₾ ჩეკი EAST POINT X LIYA კოლაბორაციით შექმნილ ახალ, ლიმიტირებულ ჩანთაში.
#EASTPOINTXLIYA #TheHeartOfSummer
დაწერე კომენტარი