ვეგანურ პლატფორმასთან, toptheshaker-თან თანამშრომლობით, ძველ ბულვარში, ახალი მულტიფუნქციურ სივრცე Harbor-ში ვეგანური სამზარეულო გაიხსნა. 


სრულად ვეგანურ მენიუზე toptheshaker-ის დამფუძნებელი, ანუნა თოფურია მუშაობდა და სამზარეულოსაც სწორედ ის ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ ToptheShaker ერთ-ერთი პირველი ვეგანური კვების პლატფორმაა საქართველოში, რომელიც წლების მანძილზე ვეგანური ცხოვრების წესის დადებით მხარეებს და საინტერესო რეცეპტებს გვიზიარებს.


დღის მანძილზე  Harbor სტუმრებს უგემრიელესი ვეგანური კერძებით მასპინძლობს, საღამოს კი სიცოცხლით სავსე კლუბად გარდაიქმნება, რომელიც სცენას ელექტრონული მუსიკის ჟანრის არტისტებს უთმობს. ამ დროისთვის Harbor მხოლოდ უქმე დღეებში მუშაობს, თუმცა უახლოეს მომავალში კლუბი ბევრ ახალ ღონისძიებას უმასპინძლებს და აქ დაუკრავენ როგორც დიჯეები, ასევე ექსპერიმენტული და ჰიპ-ჰოპ მუსიკოსები. Harbor-ის მიზანია არა მხოლოდ ბარი, არამედ ის ადგილი იყოს,  რომელიც მუდმივად უმასპინძლებს სხვადასხვა სოციალურ აქტივობებს, იქნება ეს ვორქშოპები, Label Showcase-ები თუ სხვა. 


ავტორი: ტატო ანთაძე 

ფოტო: ნატა ქანთარია