Რაგბის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 8 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთი უმასპინძლებს. Georgia Travel Holding ღვინის ექსპერტ, ანა გოდაბრელიძესთან ერთად 29 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე მოგზაურობის, ღვინისა და რაგბის მოყვარულებს ბორდოში ტურს სთავაზობს. ტურისტული კომპანიის მიერ 5 ღამისა და 6 დღის ხანგრძლივობის ტურის ფარგლებში მსურველებს საშუალება ექნებათ საფრანგეთის 5 ქალაქი: ბორდო, მედოკი, კონიაკი, სანტ ემილიონი და პესაკი მოინახულონ, ეწვიონ სხვადასხვა ქალაქში არსებულ 9 შატოს და პრემიალური ღვინის დეგუსტაციით დატკბნენ. საფრანგეთის უძველეს, ღვინის სახეობებით განთქმულ ქალაქებში სტუმრობასთან ერთად,  ტური ქვეყნის მთავარი სპორტული მოვლენის - საქართველოსა და ფიჯის ნაკრების შეხვედრის სტადიონიდან ხილვისა და ჩვენი ქვეყნის ნაკრების უფრო გულმხურვალედ გულშემატკივრობის შესაძლებლობას იძლევა.

 

6 დღიანი ტურის ყოველი დღე საკმაოდ დატვირთული, სანახაობით სავსე და მრავალფეროვანია. თითოეული ქალაქისა და მათი ღირსშესანიშნაობების მონახულება თითო დღეზეა გადანაწილებული, ამიტომ პროფესიონალი გიდის დახმარებით ტურში შემავალი ყველა ქალაქის გაცნობა თითქმის სიღრმისეულად შეიძლება. ტურის პირველი გასვლითი დღე, 30 სექტემბერი, ბორდოს მონახულებას ეთმობა. ქალაქის დათვალიერებასთან ერთად ტურის მონაწილეებს ღვინის მუზეუმის, Cite Du Vin Museum-ის სტუმრობაც შეეძლებათ. დღის ბოლოს კი საქართველოსა და ფიჯის მატჩზე დასასწრებად ტურის მონაწილეები სტადიონზე გადაინაცვლებენ. 

მეორე დღე ქალაქ მედოკს ეთმობა. ბორდოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეს ქალაქი მეღვინეობის რეგიონის სახელითაა ცნობილი. ტურის მონაწილეებისათვის პირველი დანიშნულების ადგილი Château Pape Clément-ია. იგი ბერტრან დე გოთმა დააარსა, რომელიც მოგვიანებით, 1305 წელს, პაპი კლემენტ V გახდა და ისტორიულ შატოსაც სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა სახელი. საფრანგეთის ისტორიის ნაწილად ქცეულ შატოს ვენახებში პირველი მოსავალი 1252 წელს აიღეს და მას შემდეგ, 8 საუკუნის გასვლის შემდეგ, აქ დაყენებული ღვინის სახეობები საერთაშორისო მნიშვნელობისაა. ადგილზე 3 სახეობის ღვინის დეგუსტაციაც იქნება შესაძლებელი. მეორე დღის განრიგი ქალაქის დათვალიერებით გრძელდება. დღის ბოლო აქტივობებში კი Château Giscours-ისა და Château Marquis de Terme-ს მონახულება შედის. Château Giscours მე-14 საუკუნიდან მოყოლებული არაერთი გრაფისა თუ წარჩინებული მდიდარი ადამიანის მფლობელობაში იყო. Შატოსათვის მძიმე წლები უკან მოიტოვა ყოფილმა მსხვილმა მეღვინემ, ნიკოლას ტარიმ, რომელმაც მამულები 1954 წელს შეიძინა. დღეს თითქმის 400 ჰექტრიდან 80-მდე ვენახებს უკავია და ყურძნის 4 სახეობით შატო მსოფლიოში განთქმულ ღვინოს ამზადებს. Ამ ადგილას Georgian Travel Holding-ის ტურის მონაწილეებს 2 სახეობის ღვინის დეგუსტაცია შეეძლებათ. ხოლო  Château Marquis de Terme ფრანგული ღვინის წარმოებით განთქმული კიდევ ერთი შატოა ბორდოს რეგიონში, სადაც ალკოჰოლის ამ უძველესი სახეობის მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან შატო 3 სახეობის ღვინის დაგემოვნებას გთავაზობთ. 

მომდევნო დღის მოსანახულებელი ქალაქი კონიაკია. ამ ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას კი შატო კონიაკი წარმოადგენს, რომელიც თავდაპირველად 950 წელს კონიაკის პირველმა ლორდმა, ჰელი დე ვილბუამ ააგო. თუმცა, საუკუნეების განმავლობაში იგი ხელახლა არაერთხელ აღადგინეს. ასევე ტურის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ეწვიონ Remy Martin-ისა და Hennessy-ის უძველეს მამულებს, სადაც ლეგენდარული ბრენდი და კონიაკი მზადდება. 

3 ოქტომბერი ქალაქ სანტ ემილიონს ეთმობა. 1999 წელს, სენტ-ემილიონის ვიწრო ქუჩების გასწვრივ მდებარე რომანული სტილის მომაჯადოებელი ეკლესიები და სხვადასხვა შენობათა ნარჩერნები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ძეგლთა შეიტანა. ქალაქის დათვალიერებასთან ერთად, Chateau de Fombrauge და Chateau de Ferrand Pomerol, რა თქმა უნდა, ტურის განმავლობაში სანახავი ადგილების სიაშია. Chateau de Fombrauge ფართობით სანტ ემილიონში ყველაზე დიდი შატოა, რომლის ისტორიაც 6 საუკუნეს ითვლის. 1599 წელს პირველად მოწეული ყურძნის მოსავლის შემდეგ, დღეს შატო 58 ჰექტარს იკავებს, რაც სანტ ემილიონის მსგავსი პატარა ქალაქისათვის უჩვეულოდ მაღალი რიცხვია.

ქალაქის მეორე შატოს ისტორია კი გასულ საუკუნეში იწყება, როდესაც 1934 წელს ფერნარდ გასპარმა მეღვინეობაზე ოცნება აისრულა და შატო დე ფერანი იყიდა. დღეს შატო განსხვავებულად სტრუქტურულ ღვინოებს აწარმოებს, თუმცა პომეროლის წარმოება მაინც მის მთავარ საქმიანობად რჩება. ტურის ბოლო დღეს ქალაქ პესაკში მივემგზავრებით, სადაც გასაკვირი არ არის, რომ ღვინის წარმოებით განთქმულ კიდევ ერთ შატოში გვიმასპინძლებენ. ჩანაწერების თანახმად, Château Haut-Brion-ის ტერიტორიაზე  ყურძნის პირველი მტევნები 1423 წელს გამოჩნდა და მისი ისტორია მე-16 საუკუნის დასაწყისიდან იწყება. ხანგრძლივი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შემდეგ შატოს ტერიტორიის 48 ჰექტარი წითელი ყურძნის რამდენიმე სახეობას უკავია. 

6-დღიანი ტურის განმავლობაში მნახველებს შატოების მონახულებასა და მსოფლიოში განთქმულ ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, დახვეწილი ფრანგული რესტორნებიც უმასპინძლებენ. ხოლო საინტერესო და თავგადასავლებით სავსე 6-დღიანი ტური თბილისში დასრულდება. 


ავტორი: დეა კოლოტაური