11 ივლისს Wonka-ს პირველი ტრეილერი გამოვიდა, სადაც ტიმოთი შალამე ფილმში - "ჩარლი შოკოლადის ქარხანაში” - ვილი ვონკას, ლეგენდარული პერსონაჟის როლში ვიხილეთ.
ფილმი დიდწილად ახალგაზრდა ვილი ვონკას ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც შვიდი წლის მანძილზე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და შოკოლადის, როგორც მაგიის საიდუმლოებას სწავლობდა.
“ისეთ პროექტზე მუშაობა, რომელსაც არაცინიკური ახალგაზრდა აუდიტორია ეყოლება, ძალიან სასიამოვნო იყო”, - განაცხადა შალამემ ახალ ფილმზე საუბრისას. აღსანიშნავია, რომ ვონკას როლი ფილმში პირველად ჯინ ვაილდერმა 1971 წელს შეასრულა, 2005 წელს კი იდუმალი მეკონდიტრეს ამპლუაში ჯონი დეპი ვიხილეთ.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Warner Bros.
დაწერე კომენტარი