თბილისში ექსკლუზიურ მედია მიღებაზე Rolls-Royce Phantom-ის ახალი მოდელის - Phantom Series II-ის დებიუტი შედგა.
Rolls-Royce Phantom-ს ფუფუნების სამყაროში კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს. მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად, Phantom Series II ჰაეროვან, მსუბუქ ვიზუალსა და ესთეტიკურ დახვეწილობას აერთიანებს.
Rolls-Royce Motor Cars-ის ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა ფრენკ ტიმანმა მიღებაზე განაცხადა: „უკანასკნელი Rolls-Royce-ის დებიუტი ადასტურებს საქართველოს მნიშვნელობას ჩვენი მდგრადი ბიზნესის განვითარებისთვის რეგიონში. ახალი Phantom-ის შექმნით ჩვენ შევინარჩუნეთ და საგულდაგულოდ დავიცავით ყველაფერი, რაც ჩვენს მომხმარებლებს უყვართ ამ განსაკუთრებულ და პრემიალურ მოდელში. ნატიფი და, ამასთან, მნიშვნელოვნად კიდევ უფრო გაუმჯობესებული მოდელი მათ მეტად დახვეწილ გემოვნებასა და მზარდ მოთხოვნებს ეხმიანება“.
მაგალითად, Phantom-ის ცხაურის ნატიფი გეომეტრიული ცვლილება „RR" ღირსების ნიშნის და მისი ემბლემის - Spirit of Ecstasy-ის ფიგურას უფრო თვალსაჩინოს ხდის წინხედიდან. თავად ცხაური ახლა განათებულია, ხოლო ფარები გამდიდრებულია ლაზერული ჭრის ვარსკვლავური შუქებით, რაც კიდევ უფრო გასაოცარს და სასიამოვნოს ხდის Phantom-ის ღამით მოძრაობას.
გვერდითი პროფილი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია ახალი ბორბლების კომპლექტით. მოდელს აქვს სამგანზომილებიანი, უჟანგავი ფოლადის საჭე სამკუთხა წახნაგებით. ალტერნატიულად, Phantom-ს შეიძლება ჰქონდეს ელეგანტური დისკის ბორბლები, რომლებიც 1920-იანი წლების როლს-როისის მანქანების რომანტიკას მოგაგონებთ.
Phantom-ის მდიდრული ინტერიერი თითქმის უცვლელი დარჩა: საჭე ოდნავ სქელია, რაც უზრუნველყოფს მფლობელის/მძღოლის უშუალო, საიმედო და კომფორტულ კონტაქტს.
Phantom-სა და Phantom Extended-ს აქვთ საკუთარი უნიკალური ხასიათი, სიძლიერის ორი განსხვავებული ასპექტით: Phantom-ს ამჟამად, ძირითადად, უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელთა მზარდი რაოდენობა, რომელთაც სურთ თავად იყვნენ მძღოლის სავარძელში. ხოლო მათ, ვინც მართვას უკანა სავარძლიდან ამჯობინებს, Phantom Extended-ი ნამდვილ ზეპრემიალურ გამოცდილებას სთავაზობს.
თითოეული Phantom-ი „ცარიელი ტილოა" მომხმარებლის ინდივიდუალიზმისთვის, რაც მისი საკუთარი სტილისა და ხასიათის დემონსტრირებას წარმოადგენს.
ღონისძიებას ამიერკავკასიაში როლს-როისის ექსკლუზიურმა წარმომადგენლობამ - Rolls-Royce Motor Cars Baku-მ უმასპინძლა. ბრენდ მენეჯერმა ბაქოდან ნურლან პანაჰლიმ ხაზგასმით აღნიშნა: „როგორც მარკის მთავარი პროდუქტი, Phantom-ი იზიდავს Rolls-Royce-ის მომხმარებელთა ელიტურ ფენას. ესენი არიან მიზანმიმართული და მომთხოვნი ადამიანები, რომლებმაც წარმატების მწვერვალს მიაღწიეს თავიანთი საქმიანობის სფეროში და საზოგადოების თვალშიც დაფასებულნი არიან. Phantom ყოველთვის ისეთი იყო, როგორიც მომხმარებელს სურდა; არა მხოლოდ „საუკეთესო მანქანა სამყაროში“, არამედ საუკეთესო მანქანა მათთვის და მათი სამყაროსთვის".
საქართველოში Rolls-Royce Phantom-ის დებიუტის PR მხარდაჭერას და ფროდაქშენს უზრუნველყოფს სააგენტო SYMMETRADIGITAL.
ფოტო: რეზი ყენია
დაწერე კომენტარი