სასტუმრო “რადისონ ქოლექშენ - წინანდლის მამულმა” და ონლაინპლატფორმა More is Love-მა ერთობლივი პროექტი წამოიწყეს, რომლის ფარგლებში 8 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას მოდის, დიზაინის, თანამედროვე ხელოვნების, კულინარიისა და განტვირთვის თემატური დღეები გაიმართება.
ერთი თვის განმავლობაში სასტუმროს ტერიტორიაზე MORE is LOVE-ის კოლექციის ჩვენება, საზეიმო წვეულებები, მუსიკალური საღამოები, შეხვედრები კურატორებთან და გალერისტებთან, ასევე Window Project-ისა და გალერეა 4710-ის ნამუშევრებისა და ინსტალაციების ექსპოზიცია გაიმართება.
სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ - წინანდლის მამულის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სასტუმროს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებით, განიტვირთონ სპაში და ისარგებლონ აუზით კავკასიონის ულამაზესი ხედებით. ბოლო კვირა მთლიანად დაეთმობა განტვირთვას, რა დროსაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება დაესწროს იოგას გაკვეთილებს, რომელსაც პროფესიონალი ტრენერი სალომე ხელაშვილი გაუძღვება. მათთვის კი, ვინც სასტუმროს ოჯახთან და შვილებთან ერთად ეწვევა, შეფთან ერთად კულინარიული მასტერკლასები და ბავშვებისთვის კი სხვადასხვა სახალისო აქტივობა გაიმართება
პრემიუმ კლასის სასტუმროს ტერიტორიაზე გაიხსნება MORE is LOVE-ის მაღაზიაც, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები შეიძინონ. სტუმრებს ასევე ელოდებათ სპეციალური შეთავაზებები ვალენტინობაზე და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამ პერიოდში “რადისონ ქოლექშენ - წინანდლის მამულის” ოთახების დაჯავშნა სპეციალური ფასით არის შესაძლებელი.
ფოტოგრაფი: ლუკა ფანცხავა
დაწერე კომენტარი