უინონა რაიდერი 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობია. რაიდერს შესანიშნავი სამსახიობო მონაცემის გარდა საოცარი სტილი აქვს, რომლის გამოც ყოველთვის იქცევდა და იქცევს საზოგადოების ყურადღებას. სწორედ ამიტომ Hammock მის 7 ყველაზე გამორჩეულ ჩაცმულობას გთავაზობთ.
უინონა „ვალდებულებების“ პრემიერაზე, 1991 წელი
ამ სტილზე ბევრი ლაპარაკი არც ღირს. ყველამ იცის, რომ ის ყოველთვის აქტუალური იქნება. ის, რაც უინონა რაიდერს 1991 წელს ფილმ „ვალდებულებების“ პრემიერაზე ეცვა, 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი სამოსია: მუსიკალური ბენდის თეთრი მაისური, ტყავის ქურთუკი და Mom Jeans ნამდვილად ყოველთვის პოპულარული იქნება.
უინონა ჯონი დეპთან ერთად, 1990 წელი
ჯონი დეპი და უინონა რაიდერი 90-იან წლებში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად ითვლებოდნენ. ისინი 3 წლის განმავლობაში დანიშნულები იყვნენ, თუმცა 1993 წელს დაშორდნენ. ამ ფოტოში უინონას დიდი ტყავის ქურთუკი აცვია. მიუხედავად მისი ტყავისადმი სიყვარულისა, თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ კონკრეტულად ეს ქურთუკი მან ჯონის გარდერობიდან აიღო.
უინონა Backdraft Beverly Hills-ის პრემიერაზე, 1991 წელი
90-იანებში უინონას პიკაჯებისა და კლასიკური შარვლების ტარება ძალიან უყვარდა და არაერთ ღონისძიებაზე ეცვა. იქნებოდა ეს Little Man Tate-ის პრემიერა 1991 წელს თუ SAG-ის დაჯილდოება 2020 წელს. ის პიჯაკი, რომელიც მსახიობს Backdraft Beverly Hills-ის პრემიერაზე ეცვა, მონოქრომული პალიტრითა და 80-იანების სერიოზული პროპორციებითაა გამორჩეული.
უინონა დრაკულას პრემიერაზე, 1992 წელი
უინონა ამ დღეს ნამდვილად შეუდარებლად გამოიყურებოდა. ეს ლუქი 80-იანებისა და 90-იანების საუკეთესო შერწყმაა. მსახიობმა ოთხკუთხედი დეკოლტე და Heathers-ის ლეგენდარული განიერმხრებიანი პიჯაკი მოკლე ქვედაბოლოსა და მანოლოს ფეხსაცმელებს შეუხამა.
უინონა Annual Academy Awards-ის 66-ე დაჯილდოებაზე, 1994 წელი
როდესაც უინონაზე ვსაუბრობთ, ის ალბათ უფრო მუქ ფერებში: შავი ტყავის ქურთუკსა და წითელ პომადაში წარმოგვიდგენია, თუმცა მსახიობი მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, Annual Academy Awards-ის 66-ე დაჯილდოებაზე ღია ფერებში ჩაცმული მივიდა.
Courthouse fashion, 2001
2001 წელს უინონას ბრალად ედებოდა 5,500 $-ის ღირებულების ტანსაცმლის მოპარვა, მათ შორის იყო გუჩის კაბა, დოლჩე და გაბანას ჩანთა, მარკ ჯეიკობსის სვიტერი და კელვინ კლაინის წინდები. მოსმენებზე უინონას ფერადი კაბა ეცვა, გრძელ შავ წინდებთან და მერი ჯეინებთან ერთად, ფენდის ბაგეტის ფორმის ჩანთები ეჭირა და ძალიან დახვეწილად გამოიყურებოდა.
მარკ ჯეიკობსის კამპანია, 2003 წელი
2001 წლის შემდეგ, რაც უინონა ტანსაცმლის ქურდობისთვის დააკავეს, მათ შორის, მარკ ჯეიკობსის 760$-იანი სვიტერის მოპარვისთვის, მსახიობმა ქალის სამოსის ბრენდის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. 2003 წელს მარკ ჯეიკობსმა ძალიან ირონიული ნაბიჯი გადადგა და უინონას თავის კამპანიაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, ფოტოგრაფი იურგენ თელერი იყო, ხოლო ამ ფოტოსესიის შემდეგ მსახიობსა და დიზაინერს შორის ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მარკმა უინონა თავის ერთ-ერთ უსაყვარლეს მუზად დაასახელა და შემდეგში ის ბრენდის სილამაზის ხაზის სახეც კი გახდა.
დაწერე კომენტარი