ცოტა ხნის წინ საქართველოში Land Rover-ის და Jaguar-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, GT Motors-მა ერთგული მომხმარებლებისთვის სპეციალური ტური მოაწყო. მონაწილეებმა 60 Land Rover Defender-ით, კახეთის უნიკალური მხარეები მოინახულეს.
Land Rover-მა პირველი Defender 1984 წელს გამოუშვა, ის მალევე მსოფლიოში სახელგანთქმული გახდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ავტომობილი, რომელიც ურთულეს პირობებშიც კი იდეალურად მუშაობს და ნებისმიერ დაბრკოლებას უმკლავდება. ახალი Defender ტრადიციას არ ღალატობს და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ყველგანმავალი მანქანაა, რაც GT Motors-ის მომხმარებლებმა თავადაც გამოსცადეს.
GT Motors-ის ღონისძიების ფარგლებში ჯგუფმა მოინახულა ლაკბეს წყალსაცავი, რომელიც კახეთში, სოფელ არაშენდასთან მდებარეობს, სადაც “ოფროუდ ტრეკები” მოეწყო და პიკნიკი გაიმართა, რის შემდეგაც ჯგუფი ჭერემში გაემართა. ეს ზღაპრული ადგილი დღემდე მიუვალ ნაქალაქარად რჩება, სადაც უძველესი, ვახტანგ გორგასალის დროინდელი ტაძრებია შემორჩენილი. მიუვალი ნაქალაქარის მონახულება ჯგუფმა ყველგანმავალი Defender-ით მარტივად შეძლო.
მოგზაურობა წინანდალში დასრულდა, სადაც GT Motors-ის მომხმარებლებისთვის სადღესასწაულო ვახშამი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კახეთში Defender-ის ტურში მონაწილეობდნენ Land Rover-ის MENA-ს რეგიონის ოფიციალური წარმომადგენლებიც, რომლებიც GT Motors-თან მრავალი წელია თანამშრომლობენ.
საქართველოში მოგზაურობა ხშირად არც ისე მარტივია, რადგან ბევრი ძალიან საინტერესო ადგილი და ძეგლი ხშირად მიუვალი გზის მიღმა იმალება. თუმცა, Defender ყველანაირი წინაღობის გადალახვის საშუალებას გაძლევთ, ამასთანავე ძალიან მყუდრო და კომფორტულია, რის გამოც ის იდეალურ ყოველდღიურ ავტომობილად ითვლება.
Defender-ს სამი მოდელი ჰყავს, Defender 90, 110 და 130, რომლებიც ერთმანეთისგან ზომით განსხვავდება. Defender 130 Land Rover-ის მანქანებს 2023 წელს დაემატა და მისი ინტერიერი სავარძლების 3 წყობას იტევს, რაც იდეალურია მათთვის, ვინც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ხშირად მოგზაურობს.
GT Motors-ი საქართველოში Land Rover-ს ოფიციალურად 2008 წლიდან წარმოადგენს.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი