11 ივლისს რიდლი სკოტის ახალი ფილმის, Napoleon-ის ტრილერი გამოვიდა, სადაც ხოაკინ ფენიქსი ლეგენდარული ფრანგი იმპერატორის როლში ვიხილეთ.
ტრილერში ნაპოლეონს სხვადასხვა ადგილას ვხედავთ, მათ შორის - ეგვიპტესა და ვატერლოოში, რაც მიანიშნებს, რომ ფილმი სავარაუდოდ, ნაპოლეონის მეფობის დიდ პერიოდს მოიცავს. რიდლი სკოტის თქმით, Napoleon-ში დიდი ყურადღება ეთმობა იმპერატორის და მისი მეუღლის, ჟოზეფინას ურთიერთობას, რომლის როლსაც ვანესა კირბი ასრულებს.
Napoleon კინოთეატრებში 2023 წლის 22 ნოემბერს გამოვა, შემდეგ კი ფილმის ნახვა Apple+-ზე იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ტატო ანთაძე
ფოტო: Apple+
დაწერე კომენტარი