სულ ცოტა ხნის წინ ლეგენდარულმა მომღერალმა, მადონამ Vetements-თან თანამშრომლობა დააანონსა. 2023 წელს მომღერალი ევროპის ტურნეს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ქართველ დიზაინერთან კოლაბორაციით შექმნილ სამოსს მოირგებს. გურამ გვასალიამ ეს ინფორმაცია ინსტაგრამზე გამოაქვეყნა:
“ძალიან დიდი მადლობა ბოლო თვეებისათვის - ერთად მუშაობა შენი ტურის კოსტიუმებისათვის ჩვენი ხედვისა და კრეატიულობის ერთ დიდ დღესასწაულად გადაქცევაა. შენი კოსტიუმების შექმნა დიდი პატივი და პრივილეგიაა. ვხედავდი, როგორ მუშაობდი, ვხედავდი შენს მუხტს და ეს იმდენად შთამაგონებელია, ახლა ვხვდები, რატომ ხარ ის, ვინც ხარ. შენ მებრძოლი და ნამდვილი დედოფალი ხარ!”. - ამ სიტყვებით გამოეხმაურა სიახლეს გურამ გვასალია.
დაწერე კომენტარი