10 სექტემბერს ვენაში, მუზეუმ Mak-ში გამოფენა - Imagine: A Journey into The New Virtual გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები, რომლებიც შეუძლებელ და სიურრეალისტურ არქიტექტურას, ურბანულ დაგეგმარებას და ინტერიერის დიზაინს ასახავს.
Midjourney, ისევე როგორც სხვა Ai-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიები, არტისტებს საშუალებას აძლევს შექმნან რენდერები, ანიმაციები, პრინტები და ვიდეოთამაშები, რომლებიც აბსტრაქტული ან ჰიპერ-რეალისტურია. MAK-ში წარმოდგენილი ნამუშევრები რამდენიმე კატეგორიად იყოფა: “სპეკულაციური ნარატივების” ფარგლებში წარმოდგენილია პროექტები, რომლებიც მომავლის ოპტიმისტურ და კრიტიკულ ხედვებს გვთავაზობს, მაგალითად, ლაიამ იანგის ფილმი Planet City და კორდე ჯატაფა ჰენრის Earth Mother, Sky Father.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე Dreamscapes კატეგორიაში წარმოდგენილი იქნება არტისტების - ანდრე რეისინგერის და ალექსის კრისტოდულუს ნამუშევრები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს “შეუძლებელი სამყაროების” ხელოვნების განვითარებაში.
გამოფენის კიდევ ერთი საინტერესო კატეგორიაა Ai and Algorithmic Variation, სადაც აქცენტი Ai ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ არქიტექტურაზე და ინტერიერის დიზაინზეა. სწორედ ამ კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი SPAN architects-ის ნამუშევრები. არტისტების ეს ჯგუფი Ai და სხვადასხვა რენდერინგის ტექნოლოგიებს 90-იანი წლებიდან იყენებენ.
ფოტო: MAK
დაწერე კომენტარი