ზაფხული ჯადოსნური სეზონია. დასვენების დღეები თბილ, მზიან გარემოში, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული დაუვიწყარი წუთები და თავგადასავლები, რომლებიც ჩვენი ტვინის უჯრებად ქცეულ მეხსიერებაში ადგილს სამუდამოდ იკავებენ - ეს ყველაფერი სწორედ ყველაზე ფერად წელიწადის დროსთან ასოცირდება. თუმცა, ხშირად მის აბსტრაქტულ სილამაზეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივ აქსესუარს, მზის სათვალეს უკავშირებენ. კარლ ლაგერფელდი ამბობდა, სათვალეები ყველაფერს უფრო მეტად ლამაზსა და ახალგაზრდულს აჩენსო, ამიტომ ზაფხულის მაგიური დღეები კიდევ უფრო ლამაზი სწორად შერჩეული სათვალის ფერადი მინიდან ჩანს.
2010 წელს ლიონში გაზრდილი ბავშვობის სამი მეგობარი ბიზნესის სკოლის დასრულების შემდეგ საერთო ბიზნესის წამოწყების იდეამ გააერთიანა. ბიზნეს მოდელი კი შემდეგი იყო - ეკომეგობრული, ხელმისაწვდომი სათვალეები. ამისთვის კი მხოლოდ სამი რამ იყო მნიშვნელოვანი: დიზაინი, ხარისხი და განაწილება. სწორედ ასე დაიბადა IZIPIZI, ფერადი, მხიარული, ბუნების ფერებით შთაგონებული სათვალეების ბრენდი, რომელიც დღეს ბიოდეგრადირებად მაღალი ხარისხის პოლიკარბონატის სათვალეებს აწარმოებს და მთელ მსოფლიოში ყველაზე ფერად, მხიარულ და გამორჩეული სტილის მზის სათვალესთან ასოცირდება. 6 წლის წინ IZIPIZI საქართველოშიც გამოჩნდა და ქვეყანაში მისი მთავარი დისტრიბუტორი კომპანია Giggles-ია. ბრენდი სათვალეების მრავალფეროვან არჩევანს ნებისმიერი ასაკისა და საჭიროების მქონე ადამიანს სთავაზობს, კოლექციაში წარმოდგენილია როგორც ბავშვის, ისე ეკრანის მოდელები, რომლებიც თვალებს ინოვაციური ლინზის დახმარებით ციფრული მოწყობილობების გადაჭარბებული გამოსხივებისაგან იცავს.
დღეს საქართველოში მისი პოვნა ზაფხულისათვის სასურველ ყველა ადგილზეა შესაძლებელი. სათვალეების მრავალფეროვანი არჩევანი არა ერთ საზაფხულო ლოკაციაზე, მათ შორის - ლოპოტაზე, “რადისონ თბილისში, ბათუმსა და რადისონ ქოლქშენში” ,“ჰოლიდეი ინ თბილისში”, აქსის თაუერში მდებარე პულმანსა და King David - შიც არის წარმოდგენილი, სადაც ზაფხულის მზიანი დღეების გატარება იდეალურად შეიძლება.
ხომ გქონიათ შემთხვევა, მცხუნვარე მზეში აუზსა და პლაჟზე მისვლისას რომ გაგხსენებიათ, სათვალე თან არ გაქვთ და გინატრიათ ადგილზე შეძენა შეგძლებოდათ? IZIPIZI ასეთ სიტუაციებში სუპერგმირად გვევლინება. Მის პოვნას “ჯინო ფერედაისში” და თბილისის ზღვის იახტ-კლუბში, La Cote - შიც შეძლებთ. და ბოლოს, გამონაკლისი არც პლაჟია - ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, “ივერია ბიჩის” ფერად, მხიარულ და გემოვნებიან გარემოს იზიპიზის ლინზა კიდევ უფრო ლამაზსა და ფერადს აქცევს.
IZIPIZI - ს ფერადი სათვალეების შეძენა განწყობისა და საჭიროების მიხედვით ყველგან შეგიძლიათ, ამიტომ არჩევანი ახლა თქვენზეა - რა ფერებში გსურთ ზაფხულის ცხელი და მხიარული დღეების დანახვა?
დაწერე კომენტარი