1959 წელს რუთ ჰენდლერის მიერ შექმნილმა თოჯინამ სათამაშოების ბიზნესი გლობალურად გარდაქმნა. Barbie  თავად გახდა ბრენდი, რომელიც არა მხოლოდ სათამაშოებსა და საბავშვო აქსესუარებს მოიცავდა, არამედ იქცა აუდიო-ვიზუალურ მსახიობად, წიგნების პერსონაჟად. ბრენდირებული პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტის დახმარებით ბარბის საკუთარი ოცნების სახლი აქვს, მართავს Ferrari-ის და მოდის სამყაროს მაღალი ეშელონების არაერთი დიზაინერი მის ჩაცმულობაზე ზრუნავს. 1980-იანი წლებიდან საკულტო თოჯინას ტანისამოსი არაერთმა გამორჩეულმა მოდის სახლმა შექმნა, რაც ამ პერსონაჟის რეალურ ძალაუფლებას ნათელს ხდის. დღემდე მოდის სფეროს ტოპ ლეიბლები კვლავ ისწრაფვიან, რათა  პლასტმასის მუზამ მათი სამოსი მოირგოს.  Burberry-იდან მე-20 საუკუნის საკულტო დიზაინერ ბობ მაკიმდე, Hammock წარმოგიდგენთ დიზაინერების მიერ ბარბისათვის შექმნილ 15 საუკეთესო ლუქს, რომლებიც ლეგენდარული თოჯინას გარდერობში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.


Artboard 1.png 163.1 KB

Barbie in Oscar De La Renta 1985 

შეიძლება ითქვას, რომ Oscar De La Renta ბარბის ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია. 1985 წელს Mattel-მა ზამთრის სეზონისათვის მოდის სახლის მიერ ბარბისათვის შექმნილი 4 ლუქი გამოუშვა. თითოეული მათგანი წითელი ხალიჩისათვის შექმნილი საღამოს კაბები იყო, რომლებსაც კრისტალები და მოსასხამები ამშვენებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი დიზაინერის სახელი ბარბის ყუთზე გამოჩნდა. 

image-asset.jpeg 86.32 KB

Barbie in Bob Mackie, 1990

1990 წელს ლეგენდარულმა კოსტიუმების დიზაინერმა ბობ მაკიმ ბარბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ლუქი - Gold Barbie შექმნა. ოქროსფერი კაბა, რომელსაც ოქროსფერ მასიურ აქსესუარებთან ერთად თეთრი ბეწვის მოსასხამიც ამშვენებდა, თოჯინას ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ლიმიტირებული გამოშვებაა. 

Screenshot 2023-07-26 at 18.13.48.png 781.44 KB
Barbie in Donna Karan, 1995

 ბარბისათვის სამოსის შექმნის პატივი 1995 წელს ამერიკელმა დიზაინერს, დონა კარანსაც ერგო. ელეგანტურად გამოწყობილ ბარბის შავი ფერის სამოსი და წითელი ფერის მოსასხამი აცვია, თავზე კი ბერეტი ახურავს, რაც ლუქის დახვეწილობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. 

Screenshot 2023-07-26 at 18.07.38.png 1.6 MB
Barbie in Ralph Lauren 1996

1996 წელს Ralph Lauren-ისა და ბარბის შორის კოლაბორაცია შედგა. ამერიკელი დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსით საკულტო თოჯინა გასაყიდად ლიმიტირებული რაოდენობით ჩაეშვა. შავგვრემან ბარბის ბრენდისათვის დამახასიათებელი კლასიკური ლურჯი პიჯაკი, ყელიანი სვიტერი და შარვალი აქვს მორგებული. 

Screenshot 2023-07-26 at 18.14.42.png 528.71 KB

Barbie in Calvin Klein, 1996

ბარბის სპორტულად ჩაცმაც შეუძლია, რასაც 1996 წელს Calvin Klein-ის მიერ შექმნილი ლუქიც ადასტურებს. საკულტო თოჯინას ნამდვილი ჯინსის ქვედაკაბასა და მოსაცმელთან ერთად, ბრენდისათვის სავიზიტო ბარათად ქცეული ნაცრისფერი, CK ლოგოთი გაფორმებული ტოპი აცვია. თუმცა, ლუქის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ასევე ბრენდის ლოგოთი გაფორმებული კეპია, რომელსაც ბარბის გარდერობში იშვიათად თუ შეხვდებით. 

Screenshot 2023-07-26 at 18.05.27.png 1.93 MB
Barbie in Dior, 1997

Dior-ის  50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბარბის შემქმნელმა კომპანიამ, Mattel-მა ფრანგული მოდის სახლის 1947 წლის კოლექციიდან New Look გააცოცხლა - ბარბის 50-იანი წლებისათვის დამახასიათებელი გრძელი, A სილუეტის ფორმის ქვედაკაბა და მოკლე პიჯაკი ამშვენებდა.

Screenshot 2023-07-26 at 18.12.15.png 1.48 MB
Barbie in Bill Blass, 1997

1997 ამერიკელმა გენიალურმა დიზაინერმა, ბილ ბლასმა სპეციალურად ბარბისათვის ყვითელი ფერის გრაციოზული, დახვეწილი და ბრენდისათვის დამახასიათებელი დრამატულობით აღსავსე კაბა შექმნა. Პატარა ზომის სამოსის არაერთი დეტალი, დიზაინერის გენიალურობასა და უსაზღვრო ნიჭს მოწმობს. 

19788_01.jpeg 67.49 KB

Barbie in Vera Wang, 1998

ამერიკელი დიზაინერი ვერა ვენგი განსაკუთრებით განთქმულია ელეგანტური, თვალისმომჭრელი და დახვეწილი საქორწილო კაბების შექმნით. 1998 წელს დიზაინერმა ბარბისათვის თეთრი ფერის, შავი ხავერდის დეტალებით გაწყობილი საქორწილო კაბა შექმნა. თოჯინას გრანდიოზული ე.წ. ფატა და წითელი ფერის ვარდების თაიგული ამშვენებს. 

Screenshot 2023-07-26 at 18.13.01.png 1.56 MB
Barbie in Givenchy, 2000

 იუბერ დე ჟივანშის მიერ 1957 წელს შექმნილი კაბა Mattel-მა 2000 წელს ბარბის პლასტმასის სხეულზე გააცოცხლა. ლეგენდარული დიზაინერის ხელწერისათვის დამახასიათებელ შავ კლასიკურ კაბას შავი ფერის ბეწვის მოსასხამი და მარგალიტის სამკაულები ამშვენებს. 

Screenshot 2023-07-26 at 18.06.45.png 1.67 MB
Barbie in Burberry, 2001

2001 წელს ბარბისა და ბრიტანული ბრენდის, Burberry-ის მეორე კოლაბორაცია შედგა. თუმცა, 2000 წელს შექმნილი სამოსისაგან განსხვავებით მომდევნო წელს წარმოდგენილმა ლუქმა გაცილებით უფრო დიდი მოწონება და პოპულარობა დაიმსახურა. Ბრენდის ავთენტური პრინტით გაფორმებული ლუქი ბარბის ახლებურ ელეგანტურობას სძენს. 

50325987253_ac8b9fc60f_b.jpeg 124.1 KB

Barbie in Giorgio Armani, 2003

2003 წელს საქმეში ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი ჩაერთო და ბარბის მრავალფეროვან გარდერობს მისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობა და გრაციოზულობა შემატა. არმანის ბარბის ე.წ. ტიულის ქსოვილისაგან შექმნილი ნაცრისფერი კაბა ამშვენებს, მძივებით გაფორმებულ ჩანთასთან ერთად. 

Screenshot 2023-07-26 at 18.15.30.png 1.66 MB

Barbie in Ferrari, 2005

როგორც უკვე იცით, ბარბი მართავს Ferrari-ის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ აღნიშნული ბრენდი გლობალური თოჯინასათვის 2005 წელს სამოსსაც ქმნის. იტალიური სპორტული ავტომობილების მაღალი კლასის ბრენდი ბარბის ლუქს კომპანიის მთავარ ფერებში - წითელსა და ყვითელში ქმნის, ხოლო მწვანე ფერის დეტალებით აქსესუარებს აფორმებს. 

Screenshot 2023-07-26 at 18.08.32.png 1.23 MB
Barbie in Diane Von Furstenberg, 2006

Ბელგიელი დიზაინერის,  დაიან ვონ ფურსტენგერის სამოსში გამოწყობილი ბარბი მოგზაურობისათვის ემზადება. Გაზეთითა და პასპორტით ხელში, დიზაინერის ნიშური პრინტით გაწყობილ ჩემოდანთან ერთად, თოჯინას სამოსი თეთრისა და ვარდისფრის იდეალურ კომბინაციას წარმოადგენს. 

Artboard 1.png 157.55 KB
Barbie in Zuhair Murad, 2014

2014 წელს ლიბანელმა დიზაინერმა, ზუჰაირ მურადმა Mattel-თან თანამშრომლობის ფარგლებში ბარბისათვის ელეგანტური საღამოს კაბა შექმნა. თუმცა, კაბა 2012 წლის გაზაფხულის მაღალი მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციიდან იყო, რომელიც ამავე წლის მაისში მსახიობმა, ბლეიკ ლაივლიმ ფილმის პრემიერაზე მოირგო. 

Screenshot 2023-07-26 at 18.11.21.png 1.09 MB

Barbie in Karl Lagerfeld, 2014 

2014 წლის ოქტომბერში ბარბისა და ლეგენდარული გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის კოლაბორაცია შედგა. თოჯინას  Barbie Lagerfeld ეწოდა, რადგან სამოსი ლაგერფელდის საკულტო ჩაცმის სტილის თითქმის ზუსტი ანალოგია. თოჯინას შავი ქურთუკი, თეთრი მაღალსაყელოიანი, ფრანგული მანჟეტებით გაფორმებული მამაკაცის პერანგი და შავი ფერის ჯინსი აცვია. ლუქის მნიშვნელოვანი დეტალია ხელთათმანიც, რომელიც დიზაინერის ჩაცმულობის განუყრელი დეტალი იყო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ Barbie Lagerfeld-ისათვის შეიქმნა ბარბის ახალი სახის გამომეტყველება. 


ფოტო: TIME