ნორვეგიაში, მოტივტივე მულტიფუნქციურ სივრცეში, Salmon Eye-ში ზღვის პროდუქტების რესტორანი - Iris 21 ივნისს გაიხსნა და სტუმრებს ადგილობრივად მოპოვებული ინგრედიენტებისგან დამზადებულ უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
Salmon Eye ნორვეგიის ჰანდანგერიოს ფიორდში, მთიანი სანაპირო ზოლით გარშემორტყმულ ყურეში მდებარეობს და 21 ივნისიდან სივრცე რესტორან Iris-ს უკავია, რომელსაც ცნობილი დანიელი შეფმზარეული - ანიკა მადსენი ხელმძღვანელობს.
Salmon Eye სტრუქტურულად თევზის თვალს წააგავს და თითქმის მთლიანად უჟანგავი რკინისგან არის აშენებული, რაც ნორვეგიის ამ ყურისთვის დამახასიათებელი უამინდობის პირობებში შენობას გამძლეობას მატებს. Salmon Eye მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რესტორნისთვის გამოიყენება, მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებს და გამოფენებს მასპინძლობს.
ფოტო: SalmonEye, Iris
დაწერე კომენტარი