menu close search
ხელოვნება

არლის გზამკლვევი ხელოვნების მოყვარულთათვის

09 აგვისტო, 2023

დეა კოლოტაური

 სამხრეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქი არლი ზაფხულის სეზონზე თანამედროვე ხელოვნების მექად იქცევა ხოლმე. აქ,  ჩვენს წელთაღრიცხვამდე 90 წელს აგებულ რომაულ ამფითეატრსა თუ სახლში 1888 წელს ვან გოგი და პოლ გოგენი თანამოსახლეები გახდნენ. თუმცა ისტორიული არტეფაქტების სიმრავლესთან ერთად ქალაქი ყოველწლიურად თანამედროვე ხელოვანების, განსაკუთრებით - ფოტოგრაფების, შემოქმედებასაც მასპინძლობს.

©_Alessandro_Mosalini-20220704-0065.jpeg 341.28 KB
თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც საზაფხულო ფესტივალმა - Rencontres d’Arles - ქალაქის გალერეები, ტაძრები, მუზეუმები და სასტუმროებიც კი ახალი თუ ძველი ფოტოგრაფიის ნიმუშებით გაავსო. ფრანგულად სიტყვა Rencontres შეხვედრას ნიშნავს, რაც ფესტივალის ფარგლებში ახალ ხელოვანებთან შეხვედრასა და საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას გულისხმობს. ამიტომ მნახველები ნაცნობ სახეებთან ერთად იმ ფოტოგრაფებსაც შეხვდებიან, რომლებიც მსოფლიო ხელოვნების ცენტრებში ფეხს მხოლოდ ახლა იკიდებენ.  წელს ფესტივალს ქალაქი 24 სექტემბრამდე მასპინძლობს და მნახველებს არაერთი ფოტოგრაფის ნამუშევრების სერიას სთავაზობს. Rencontres d’Arles - ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა არქიეპისკოპოსის სასახლეა, სადაც ამერიკელი მხატვრისა და ფერადი ფოტოგრაფიის პიონერის, სოლ ლეიტერის რეტროსპექტივაა წარმოდგენილი. თითქმის 60 წლის განმავლობაში ნიუ-იორკი - განუწყვეტელი და დაუღალავი რიტმის ქალაქი - ფოტოგრაფის ობიექტივის მთავარი სამიზნე იყო. ხოლო ქალაქში ასევე ამერიკელი ფოტოგრაფის, გრეგორი კრიუდსონის 2012-იდან 2022 წლამდე შესრულებული სამი ნამუშევრის გამოფენა მოეწყო. მისი კინემატოგრაფიულად დადგმული ფოტოები ბოლო 30 წლის განმავლობაში გარეუბანში მდებარე პიკეტის ღობეების ამერიკას ასახავს.

saul-leiter-all-about-fisheye-2-1 media_file_15486 media_thumbnail_15670 media_thumbnail_15667 (1)

არლის ისტორიული ცენტრის დათვალიერების შემდეგ, მანძილი ძალიან მცირეა LUMA-მდე, ქალაქის ხელოვნების ცენტრამდე, რომელიც 27 ჰექტარზეა გაშლილი. LUMA Arles 10 წლის წინ ვიზუალური ხელოვნების უკეთ წარმოსაჩენად გაიხსნა. ტერიტორიაზე მდებარე არაერთი განადგურებული შენობა აღადგინეს და გალერეებად გადააკეთეს. თუმცა, ხელოვნების ცენტრის გამორჩეული ნაწილი ფრენკ გერის მიერ შექმნილი მბზინავი ლითონის კოშკია, რომელიც ხშირად არლის სიმბოლოდ აღიარებული რომაული ამფითეატრის კონკურენტადაც მოიაზრება. კანადელ-ამერიკელმა არქიტექტორმა კოშკის შექმნისათვის შთაგონება ჰოლანდიელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებაში, კერძოდ, 1889 წელს შესრულებულ  “ვარსკვლავიან ღამეში” იპოვა. სწორედ ამ ნამუშევარში ასახული კოშკი გახდა გერისათვის არლში აღმართული 15 ათას კვადრატულმეტრიანი კოშკის შექმნის მთავარი შთაგონება. ხელოვნების ცენტრი საგამოფენო სივრცეებს, სახელოსნოებს, ბიბლიოთეკასა და 150 ადამიანზე გათვლილ აუდიტორიას მოიცავს.   წელს LUMA ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე გამოფენას მასპინძლობს. მათგან ყველაზე გამორჩეული მე-20 საუკუნეში მოღვაწე ამერიკელი ფოტოგრაფის, დაიან არბუსის 454 ნიმუშისაგან შექმნილი ინსტალაციაა და ხელოვანის დაბადებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლეგენდარული ფოტოგრაფისათვის ეს ყველაზე დიდი შოუ და გამოფენაა. 

სასტუმრო ვერნონის შუაგულში, არენასსა და პლას დე ფორუმს შორის, შუა გზაზე მე-16 - მე-18 საუკუნეებში აგებული სახლი მდებარეობს, რომელიც სამხრეთკორეელმა მხატვარმა არქიტექტორ ტადო ანდოსთან ერთად განაახლა და თითქმის 2 წელია Lee Ufan-ის მუზეუმის სახელით არსებობს. სამსართულიანი შენობა მხატვრისა და მინიმალისტური მოქანდაკის ნამუშევრებსა და წიგნების მაღაზიას მოიცავს. Მხატვრისთვის სამხრეთ საფრანგეთის ეს ქალაქი რომაული კულტურის საგანძურშია ჩაფლული, სწორედ არლში შედგა 2013 წელს მისი შოუ “დისონანსი”, რამაც მისი პირველი მონოგრაფიის ფრანგულ ენაზე თარგმნა განაპირობა. შემდეგ კი, როგორც თავად თქვა, ამ ქალაქში ქმნის იმას, რაც სივრცესა და დროს სცილდება, ამიტომ მუზეუმი ხელოვნების მოყვარულებისათვის ერთგვარად მედიტაციური სიმშვიდის ადგილიც არის, რაც ხელოვნების სრულად განცდის საშუალებას იძლევა. წელს ვიზიტორებს მუზეუმში ლი უფანის ნამუშევრების გარდა ახლად შემუშავებული პროგრამის თანახმად, სხვა მხატვრების გამოფენაც დახვდებათ.

როგორი გასაკვირიც  უნდა იყოს, ამ ქალაქში ხელოვნების ნიმუშებს მხოლოდ მუზეუმები არ ინახავენ - აქ სასტუმროებიც კი ფუნქციურ მუზეუმებსა და ხელოვნების თავშესაფარს წარმოადგენენ. მე-5 საუკუნით დათარიღებულ შენობაში დღეს L’Arlatan-ის ბუტიკ-სასტუმრო მდებარეობს, რომელსაც შვეიცარიელი მეწამე და ხელოვნების მესვეური, მაია ჰოფმანი ფლობს. სასტუმროს ინტერიერის შექმნა კუბელ-ამერიკელ მხატვარს, ხორხე პარდოს დაევალა. L’Arlatan რომაული სტილის თანამედროვე ხელოვნებასთან იდეალურ სინთეზს წარმოადგენს, თუმცა გაცილებით უფრო თვალისმომჭრელი და საინტერესო თავად ინტერიერის შექმნის ოსტატობა იყო.

 სასტუმროს 4-ივე სართულის იატაკზე მხატვარმა თითქმის ორი მილიონი მოჭიქული, მოზაიკებით გაფორმებული ფილა გამოიყენა. თითოეული მათგანი სამ ფერში: მზესუმზირას ყვითელ, მანდარინისფერსა და არქტიკულ ლურჯში ენაცვლება ერთმანეთს. ამასთან ერთად, სასტუმროს 100-ზე მეტი კარი პარდოს ნახატებით არის დაფარული. ნამუშევართა უმეტესობა არლში მცხოვრები ლეგენდარული მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის იაპონიისა და იაპონური კულტურის გავლენით შექმნილი ნახატების შთაგონებით შეიქმნა. 


გამოქვეყნების თარიღი:

09 აგვისტო, 2023

დაწერე კომენტარი