ძველი თბილისის შუაგულში, შავთელის ქუჩაზე, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რესტორანი - Blue Fox, იგივე „ლურჯი მელა“ მდებარეობს, რომლის სახელწოდებაც ცნობილი ქართული მულტფილმის სათაურიდანაა აღებული. მიუხედავად იმისა, რომ Kerten Hospitality-ს ჯგუფში შემავალ ამ რესტორანში ესპანეთიდან მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფ-მზარეული - Jaume Puigedengolas მუშაობს, „ლურჯ მელაში“ სახელწოდებასთან ერთად კერძებიც და სრული ატმოსფეროც უმეტესად ქართული კულინარიისგან იღებს შთაგონებას.ადგილობრივი და ესპანური პროდუქტებით შექმნილი უგემრიელესი საუზმის, სადილისა და ვახშმის მრავალფეროვან მენიუებს, რომელიც ევროპული და ქართული კულინარიის იდეალურ ბალანსს წარმოადგენს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში დააგემოვნებთ. მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ ქართული, იტალიური და ესპანური ღვინის შერჩევისას, რომელსაც მასპინძლები სასურველი კერძების დაგემოვნებისას პირადად გირჩევენ.
Blue Fox-ის ქართველი შეფ-მზარეული ილგარ ეიბოვი, სამხრეთ აფრიკელ კოლეგა - გოლდენ მოასთან ერთად, უკვე კარგად ნაცნობ ქართული კერძებს განსხვავებული ფორმით წარმოგვიდგენენ. „ლურჯი მელას“ კულინარიულ მოგზაურობაში საინტერესო მეგზურობას თავადვე გაგიწევენ და როგორც ილგარ ეიბოვი ჩვენთან საუბრისას ამბობს, მუდმივად სტაბილურად გემრიელ, ვიზუალურად დახვეწილ და ხარისხიან გემოებს შემოგთავაზებენ. უკმაყოფილო კი არც ერთი სტუმარი დარჩება, მათ შორის, ვინც უპირატესობას ვეგეტარიანულ სამზარეულოს ანიჭებს.
„ჩვენი მენიუ არ არის განსაკუთრებულად ფართო, რადგანაც ვცდილობთ, რომ მუდმივად მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ, მიუხედავად ამისა, პერიოდულად ვაკეთებთ კვლევას, ვინარჩუნებთ ყველაზე პოპულარულ და საყვარელ კერძებს და ვცდილობთ ნაკლებად მოთხოვნადი ახალი რეცეპტებით ჩავანაცვლოთ. ამჟამინდელ მენიუში ძალიან პოპულარულია და მეც გირჩევთ დააგემოვნოთ საქონლის ლოყა, წითელი ღვინითა და თაშმჯაბით, რომელიც ესპანური და სვანური სამზარეულოს იდეალური შერწყმაა. გვაქვს ესპანური სტეიკების მრავალფეროვანი არჩევანი, ბოსტნეულის კარი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ესპანური და იტალიური ღვინის მრავალი სახეობა, ასევე შეფ გოლდენი გვთავაზობს ყოველკვირეულ საფირმო სალათებს და მაყალზე მომზადებულ ხორცის კერძებს. აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ შავი ზღვის თევზისგან მომზადებული სალათი სევიჩე და გრილზე მომზადებული გარბული, თევზის პაშტეტიც”
თუ „ლურჯ მელას“ დღის მეორე ნახევარში ესტუმრებით, ხშირად დაგხვდებათ ცოცხალი მუსიკის საღამოები, აქვე დააგემოვნებთ უნიკალური რეცეპტებით შექმნილი კოქტეილების მენიუსაც, რომელიც მეგობრებთან თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად რესტორნის ღია სივრცეში განტვირთვის იდეალური საშუალება იქნება, თანაც მსგავსი სივრცეებისთვის უჩვეულოდ ხელმისაწვდომ ფასად. მით უმეტეს, რომ რესტორანი თავის სტუმრებს ხშირად სთავაზობს ისეთ შეთავაზებებს, როგორიც ამჟამად Solo ბარათით გადახდისას 15%-იანი ქეშბექია.
დაწერე კომენტარი