ლეგენდარულმა იაპონელმა არქიტექტორმა, კენგო კუმამ Fendi-ისთან 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე იმუშავა. თანამშრომლობის ფარგლებში არქიტექტორმა Fendi-ის ჩანთები და ფეხსაცმლები ტრადიციული იაპონური მასალების, დაწნული ბამბუკის და washi paper-ის გამოყენებით გარდაქმნა. 

image.jpg 985.96 KB
თანამშრომლობაზე საუბრისას კენგო კუმამ აღნიშნა, რომ Fendi-ის აქსესუარები არქიტექტურული პროექტებივით შექმნა: “როცა Fendi-იმ მთხოვა მათი ჩანთების და ფეხსაცმლის დიზაინზე მემუშავე, საქმეს ისე მივუდექი, როგორც პატარა, ადამიანის ზომის არქიტექტურულ პროექტებს”. 
kengo-kuma-accessories-fendi-washi-paper-tree-bark-hero_dezeen_2364_col_0.jpg 667.36 KB
კუმას დიზაინით სახეცვლილი ჩანთები და ფეხსაცმლები არქიტექტორის წინა პროექტებით არის შთაგონებული და თითქმის მთლიანად ნატურალურ მასალებს იყენებს, რომლებიც იაპონიაში ინდუსტრიულ წარმოებამდე იყო პოპულარული. 

Kengo-Kuma-Fendi-05-1-747x1120.jpg 123.15 KB
Fendi-ის ახალი კოლექციის ჩვენება ტოსკანაში მდებარე  ქარხანაში გაიმართა, რომელიც მოდის სახლის ტყავის პროდუქტების 40 პროცენტს აწარმოებს.


ფოტო: Fendi