ძველ თბილისში 80-იან წლების ადმინისტრაციული შენობის ადგილას Khaled Alrajhi Group-ის სასტუმრო - Glarros Old Town გაიხსნა, რომელზეც Laboratory of Architecture #3-ის არქიტექტორები - თამარ ტეხოვა, კახა ვაჩაძე, თათა ქოიავა, კახა მაისურაძე, დიმიტრი შაფაკიძე და ირაკლი აბაშიძე მუშაობდნენ.

არქიტექტორების ჯგუფის თქმით, ძველ შენობის სასტუმროდ გარდაქმნისთვის დამატებითი ფართობი გახდებოდა საჭირო, რაც ისტორიულ უბანში მიზანშეწონილი არ იქნებოდა, ამიტომ მის ადგილას ახალი შენობა აშენდა. 

სასტუმრო უფრთხილდება გარემოს და ავრცობს ავთენტურ კულტურას, რომელიც მის გარშემოა. მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს შენობის ცენტრში განთავსებულ მოზაიკას, რომელიც ადგილობრივი არქიტექტურული მემკვიდრეობის ერთგვარი გაგრძელებაა.


ფოტო: გიორგი მამასახლისი