სექტემბერი კინო სამყაროსათვის მუდმივი სიახლეებითა და გამოწვევებით არის დატვირთული. სერიალებისა და ფილმების ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა - Netflix შემოდგომას საყვარელი სერიალების გაგრძელებითა თუ ახალი პროექტებით ხვდება. Hammock წარმოგიდგენთ 10 სიახლეს Netflix-ზე, რომელთა ნაწილის ნახვასაც პლატფორმაზე სულ რამდენიმე დღეში შეძლებთ. 


Sex Education: სეზონი 4

Asa & Mimi_ Sex Education S4 (1).jpg 365.24 KB
21 სექტემბერს Netflix-ზე, 2 წლის შემდეგ, Sex Education მე-4 სეზონით ბრუნდება. თუმცა, სერიალის გულშემატკივრებს გულთბილი გამომშვიდობებისათვის მომზადება ნამდვილად მოუწევთ, რადგან ოფიციალური წყაროების მიხედვით, სერიალი ამ სეზონით დასრულდება. თუმცა, ამაზე ფიქრით სერიების ყურების სიამოვნების შეზღუდვა არ ღირს, რადგან მხიარული და თავგადასავლებით სავსე სტუდენტების ცხოვრებაში წინა სეზონებისაგან განსხვავებით ყველაფერი სხვაგვარად არის. 


El Conde

2 (1) (1).jpg 127.64 KB
ვენეციის კინოფესტივალის შემდეგ ჩილელი რეჟისორის, პაბლო ლარანინის შავი კომედია El Conde 15 სექტემბრიდან Netflix-ზე გადმოინაცვლებს. სიურრეალისტური პარალელური სამყაროს შექმნასთან ერთად, რეჟისორმა ჩილელი დიქტატორი აუგუსტო პინოჩეტი 250 წლის ვამპირად აქცია, რომელიც კონტინენტის სამხრეთში დანგრეულ სასახლეში ცხოვრობს, ბოროტებით იკვებება და ფაშიზმის მუდამ არსებული საფრთხის შესახსენებლად არსებობს. 


ფილმის ირგვლივ არსებული პროგნოზები და წინასწარი შეფასებები რეჟისორს ოსკარის ქანდაკებას უწინასწარმეტყველებს. 


Top Boy: სეზონი 3

3.jpeg 47.88 KB
რონან ბენეტის გახმაურებული კრიმინალური დრამა Netflix-ზე მესამე და უკანასკნელი სეზონით 7 სექტემბერს ბრუნდება. ბოლო 6 ეპიზოდი მაყურებელს აღმოსავლეთ ლონდონის ქუჩებში აბრუნებს და, სწორედ დაძაბული ეპიკური სცენარის ბოლო თავი გადაწყვეტს, თუ ვინ გახდება Top Boy. 


THE WONDERFUL STORY OF HENRY SUGAR

4.jpg 168.84 KB
ამერიკელი რეჟისორის, უეს ანდერსონის, როგორც ყოველთვის ვარსკვლავებით სავსე ახალი ფილმი The Wonderful Story of  Henry Sugar, Netflix-ზე 27 სექტემბრიდან გამოვა. რალფ ფაინსის, ბენედიქტ კამბერბეჩისა და დევ პატელის ტანდემი როალდ დალის ამბის ეკრანიზაციას წარმოადგენს. 


Love At First Sight

5.jpeg 55 KB
რომანტიკული კომედიების მოყვარულებს 15 სექტემბერს  Netflix-ზე ახალი ფილმი Love At First Sight დახვდებათ. ჯენიფერ ე.სმიტის წიგნზე The Statistical Probability of Love at First Sight დაფუძნებული ეკრანიზაცია ჰედლისა და ოლივერის აეროპორტში შემთხვევით შეხვედრისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ გვიყვება, სადაც, რა თქმა უნდა, ბედისწერა გადამწყვეტ როლს თამაშობს. 


Mask Girl

6.jpg 360.44 KB
Squid Game-ის მასშტაბური წარმატების შემდეგ კორეული კინო მსოფლიო კინო სამყაროს რუკაზე Parasite-ის შემდეგ კიდევ ერთხელ გაბრწყინდა. თუმცა, სანამ სერიალი მეორე სეზონით დაბრუნდება, ინტენსიური და დაძაბული დრამების მოყვარულებისათვის 18 აგვისტოს პლატფორმაზე კორეული ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობით Mask Girl გამოჩნდა. ჩვეულებრივი ოფისის თანამშრომელი ღამით ვარდისფერი პარიკითა და საშიში ნიღბით შემოსილი ქალბატონი ხდება. მის ცხოვრებას კი უბედურ მოვლენათა მთელი ჯაჭვი მკვეთრად ცვლის, მაშინ როცა სასტიკ მკვლელობაში ერევა. 


Heart of Stone

7.jpeg 186.95 KB
Netflix-ზე 11 აგვისტოს დამატებულ ფილმში - “ქვის გული” - გალ გადოტი და ჯეიმ დორნანი ტომ ჰარპერის ბლოკბასტერში საიდუმლო აგენტების როლს ასრულებენ. აგენტებს კი სახიფათო მისია აკისრიათ - აღკვეთონ ჰაკერული თავდასხმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მოპარვას ისახავს მიზნად. თავდასხმა გლობალური ხასიათის არის და მთელი სამყაროს სტაბილურობას ეჭვქვეშ აყენებს. გალ გადოტის, როგორც საოცრება ქალის, უნარები ფილმშიც დიდი დოზით ჩანს, მაშინ როცა დედამიწის გადარჩენას კიდევ ერთხელ გადაწყვეტს. 


The Witcher: სეზონი 3

8.jpeg 165.79 KB
მანამ სანამ ჰენრი კავილს ლიამ ჰემსვორთი ჩაანაცვლებს, ბრიტანელმა მსახიობმა ლორენ შმიდტ ჰისრიხის ფანტასტიკის ჟანრის საგას მესამე ნაწილში უკანასკნელად მოირგო თეთრი მგლის როლი და ფრეია ალანსა და ანა ქალოტრასთან ერთად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ხიფათსა და ბნელ ძალებს. 


Extraction 2

9.jpeg 338 KB
კრის ჰემსვორთის თავგადასავალი კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევს მას შემდეგ, რაც სემ ჰარგრეივის ფილმში ქართველი მსახიობები გამოჩნდნენ. სიკვდილის პირას მყოფი ტაილერ რეიკი ქართველი განგსტერის (თორნიკე ბზიავას) ოჯახს გადაარჩენს, რა დროსაც საქმეში მისი ძმა (თორნიკე გოგრიჭიანი) ერთვება და სწორედ აქ იწყება ბრძოლა ტაილერ რეიკსა და ქართული განგსტერული დაჯგუფების, “ნაგაზის” წევრებს შორის, თუმცა კრის ჰემსვორთი ოჯახის დაცვას ყველაფრის ფასად შეეცდება. 


Black Mirror: სეზონი 6

10.jpeg 52.7 KB
4-წლიანი პაუზის შემდეგ ჩარლი ბრუკერის სატირა Black Mirror მე-6 სეზონით დაბრუნდა. სერიალის ახალი ნაწილი 5 ეპიზოდისაგან შედგება და თითოეული მათგანი განსხვავებულ ისტორიებს, დისტოპიური მომავლის შესახებ ბრუკერის გონებაში არსებული უსაზღვრო ფანტაზიისა და წარმოსახვის დახმარებით გვიყვება. ეპიზოდების დაჯგუფება კი შემდეგნაირად არის შესაძლებელი: Joan is Awful და Mazey Day სტრიმინგისა და გასართობი პოპ-კულტურის შესახებ გვიყვება, ხოლო Demon 79 და Loch Henry საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება. ამ 4 სერიის მიღმა კი რჩება Beyond The Sea - ეპიზოდი ალტერნატიული წარსულის შესახებ. 


ფოტო : Vogue, Netflix