Comme des Garçons-ის დამფუძნებელს, რეი კავაკუბოს რომ მოდის ინდუსტრიაზე დიდი ზეგავლენა აქვს, ცნობილი ფაქტია. მას, როგორც წესი, ისეთ დიზაინერებთან ერთად მოიხსენიებენ, როგორებიც კრისტობალ ბალენსიაგა და კოკო შანელია. რეის 2020 წლის შემოდგომის ჩვენება, როგორც ყოველთვის, არაორდინარული და მოულოდნელი იყო. შოუში მოდელების უმრავლესობას თავსაბურავი ეკეთა, რომელიც ერთგვარ უსაფრთხო სივრცეს ჰქმნიდა. კოლექციის ეს ნიუანსი მსოფლიოში არსებული პანდემიის ერთგვარი ანარეკლია. ტანსაცმლის უცნაურად დიდი ფორმები უზრუნველყოფს როგორც ფიზიკურ დისტანციას, ასევე ადამიანებთან კონტაქტისას პირადი სივრცის დაცვის საშუალებასაც იძლევა.სწორედ ამიტომ, ზოგი ამ კოლექციას მარტოობის სამოსსაც უწოდებს, ზოგიც კი მას ახასიათებს, ტანსაცმელს, რომელშიც შეიძლება დაგინახონ, თუმცა ხმა ვერ გაგაგონონ.
კავაკუბომ განზრახ “დანაწევრებული” გამოსვლითა და ქალურად მისტიკური კოლექციით თავისი ფემინისტური მხარე წარმოაჩინა, თუმცა რაც უნდა ყოფილიყო კოლექციის შექმნის მთავარი განზრახვა და იდეა, ამ ჩვენებამ არაერთი პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხიც წამოსწია წინ. საერთო ჯამში, უნდა ითქვას, რომ შოუს მთავარი ნიშნები უსაფრთხოებასა და სიძლიერეში გამოიხატება.
დაწერე კომენტარი