Saltburn ბრიტანელი რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის, ემერალდ ფენელის ახალი ფილმია, რომლის პირველი ოფიციალური თრეილერი, სულ ცოტა ხნის წინ, 30 აგვისტოს გამოჩნდა.
ფსიქოლოგიურ ტრილერში, რომელიც ემერალდ ფენელის მესამე სარეჟისორო ნამუშევარია, მოქმედება 2000-იან წლებში ვითარდება და მოგვითხრობს კოლეჯის ახალგაზრდა სტუდენტზე, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდება არისტოკრატი თანაკლასელი და ზაფხულის არდადეგებზე ამ ოჯახის მდიდრულ აგარაკზე აღმოჩნდება. ფილმის მთავარი პერსონაჟი - ოლივერი, რომელსაც ირლანდიელი მსახიობი - Barry Keoghan ასრულებს, სრულიად შეპყრობილი და მოჯადოებული ხდება ამ დიდგვაროვანი და ექსცენტრული ოჯახით.
ემერალდ ფენელს 2020 წელს გადაღებულმა სადებიუტო ფილმმა - Promising Young Woman მრავალი საერთაშორისო პრიზი, მათ შორის ოსკარიც მოუტანა. ახალი ფილმის, Saltburn-ის საფესტივალო პრემიერა 31 აგვისტოს შედგა 50th Telluride Film Festival-ზე. ლიმიტირებულ კინოთეატრებში ფილმი 24 ნოემბრიდან გამოჩნდება, ფართო მაყურებლისთვის კი Saltburn-ის საჯარო პრემიერა 1-ელ დეკემბერს იგეგმება. მანამდე შეგიძლიათ ფილმის ტრილერი იხილოთ, კრიტიკოსთა შეფასებებს გაეცნოთ და პრემიერის დღე მოინიშნოთ.
დაწერე კომენტარი