შვეიცარიაში, გალერეა Fondation beyeler-ში 17 სექტემბრიდან 28 იანვრამდე ფიროსმანის გამოფენა გაიმართება.
,,იდუმალი და მარტოსული მხატვარი, რომელიც გავლენიანი წინამორბედია თანამედროვე ხელოვნებისა. ფიროსმანი საოცრად დაფასებულია ხელოვანთა წრეში და გაღმერთებული საკუთარ ქვეყანაში”. - ნათქვამია Fondation beyeler-ის განცხადებაში.ექსპოზიციაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ფიროსმანის 50 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. Foundation Bayeler-ის განცხადების მიხედვით, გამოფენის პარალელურად გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, რაც დამთვალიერებლებისთვის ფიროსმანის სამყაროს კიდევ უფრო სიღრმისეულსა და თვალსაჩინოს გახდის.აღსანიშნავია, რომ Foundation Bayeler-ის ორგანიზებით მაისში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა დანიაში, ხელოვნების მუზეუმ Louisiana-ში და აგვისტომდე იყო გამოფენილი.
დაწერე კომენტარი