გასულ წელს სააფთიაქო ქსელ “ავერსში” ფრანგული ბრენდი - Qiriness გამოჩნდა და ევროპისა და აზიის არაერთი ქვეყნის შემდეგ პოპულარობა ქართველ მომხმარებელშიც სწრაფად მოიპოვა. 2004 წელს მი რიუნგ ბელივერტის მიერ კორეულ ტრადიციებსა და მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ბრენდი დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის სააფთიაქო ქსელების გამორჩეული პროდუქციის სათავეშია.  თუმცა, ფრანგული კანის მოვლის ბრენდის ისტორია დაარსებამდე ბევრი წლით ადრე კორეაში იწყება. უძველესი კორეული კანის მოვლის კულტურა და რიტუალები ბრენდის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს  დედისაგან გადაეცა. თუმცა, ბავშვობის ასაკიდან სილამაზის ჰოლისტიკური აღქმისა და კორეაში სტანდარტად ქცეული კანის მოვლის რუტინის მუდმივმა გავლენამ თავი მხოლოდ წლების შემდეგ, 90-იანების დასაწყისში ბრენდის დამფუძნებლის საფრანგეთში გადასვლის შემდეგ იჩინა, მას მერე, რაც კორეული და დასავლური სილამაზის, ცხოვრების სტილისა და ადამიანების საჭიროებების საკუთარ ცოდნასთან შერწყმა შეძლო. 

Snapinsta.app_359840129_2799249066884244_3869688389577874092_n_1080.jpg 213.06 KB
ამ ცოდნის უკეთ შესაცნობად კომპანია "ავერსი" ინფლუენსერებთან -  ლიკა ევგენიძესთან, მარიამ სანოგოსთან, ლიკუნა ხაჭაპურიძესა და ლეკა მიქაძესთან ერთად საფრანგეთსა და შვეიცარიას ესტუმრა. ტურის ფარგლებში ორ-ორი დღე საფრანგეთსა და შვეიცარიაში დაჰყვეს, სადაც ქალაქების - ანესის, პარიზის, ვევეისა და ჟენევას მონახულებასთან ერთად უდიდესი დრო Qiriness-ის ლიონსა და ვევეიში მდებარე საწარმოების სტუმრობას დაეთმო. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის არსებობისა და პროდუქციის ამოსავალი წერტილი თითოეული მომხმარებლისათვის კარგად ნაცნობია, წარმოების პროცესისა და მუშაობის ტექნიკის უფრო ახლოს გაცნობა ყველაფრის სხვაგვარად, გაცილებით უკეთ დანახვას ემსახურება, მითუმეტეს მაშინ, თუ კომპანია უფლებას გაძლევს საკუთარ ლაბორატორიაში ფორმულის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა.
image00005.jpeg 1.42 MB
როგორც ჩვენთან საუბრის დროს "ავერსის" წარმომადგენელი აღნიშნავს,  ტურის თითოეულ სტუმარს საშუალება მიეცა ბრენდის ლაბორატორიაში თავად შეექმნა საცხი, სასურველი ფორმულითა და ელემენტებით.
Snapinsta.app_362876224_641263814732136_141658582060618413_n_1080.jpg 137.59 KB
თუმცა, ბრენდის განსაკუთრებულ კულტურაზე ყველაზე უკეთ სწორედ ის ადამიანები შეძლებენ საუბარს, რომლებმაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროდუქციის წარმოებისა და დამზადების გრძელი გზა საკუთარი თვალით ნახეს და ტურის გასაოცარი ემოციებიც ყველაზე ღრმად შეიგრძნეს.
Snapinsta.app_361734847_261224866648516_8081773266802236770_n_1080.jpg 264.44 KB
ლეკა მიქაძე: დაუვიწყარი ემოციები დამიტოვა მოგზაურობამ. დღემდე ყველას ვუზიარებ შთაბეჭდილებებს. ყველა დეტალი განსაკუთრებული იყო, “ავერსის” თანამშრომლებით დაწყებული, ბრენდის ფრანგი წარმომადგენლებით დამთავრებული. ამდენი ინფორმაცია და ამხელა ემოციური კავშირი არცერთი ბრენდის მიმართ არ მქონია, ვნახე დამზადების პროცესი, ლაბორატორია, რამდენი ადამიანის შრომა დევს თითოეული პროდუქტის მიღმა, მონაწილეობაც კი მივიღე Dr.Qiriness-თან ერთად საცხის შექმნაში, რომელსაც ახლა ყოველდღიურად ვიყენებ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის ადგილზე ნახვა, რადგან აქამდე არასდროს მიფიქრია ბევრი იმ პროდუქციაზე, რომელსაც ვიყენებდი, ჩემთვის ის იყო დანადგარით დამზადებული საცხი, რომელიც ან მომწონდა, ან არა.
Snapinsta.app_362884745_839245810906426_1064187382632589103_n_1080.jpg 328.4 KB
მარიამ სანოგო: “ავერსის” ეს გადაწყვეტილება და მომხმარებლის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება კომპანიის ჯანსაღ პოლიტიკაზე მეტყველებს. მათი მთავარი მიზანი არა ბრენდის პოპულარიზაცია, არამედ იმ იდეის გაზიარება იყო, რომელსაც Qiriness ატარებს და ამ იდეას საზოგადოებას ამხელა გამოცდილების გარეშე სრულყოფილად ვერ გადავცემდით. განსაკუთრებული მომენტი იყო, როდესაც ბრენდის ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე გაყიდვადი ფორმულის ავტორს შევხვდით და მასთან ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო ამ ფორმულის იდეა, რა სურდა შეექმნა... განმარტებები და კითხვებზე პასუხებიც მოვისმინეთ. თეორიულად ყოველთვის ვიცოდი, რა გზას გადის პროდუქტი, სანამ ჩვენამდე მოვა, თუმცა მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ვნახე, რამხელა შრომასთან, ხარისხთან და რესურსთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, გარკვეულწილად, ჩემი როგორც მომხმარებლის ქცევა თავის მოვლის პროდუქტების მიმართ შეიცვალა.
Snapinsta.app_314402333_557226556254612_5502118878253029030_n_1080.jpg 281.99 KB
ლიკა ევგენიძე: გარდა იმ ფანტასტიკური ქვეყნებისა, რომლებიც მოვინახულეთ, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სილამაზის ინდუსტრიის კულისებში შეხედვა იყო. Სიმართლე გითხრათ, არ მქონდა ინფორმაცია, რა გზას გადის პროდუქტი შეფუთვამდე, ვფიქრობდი, რომ შემუშავებული იყო ფორმულა, შემდეგ კი მუშაობას სპეციალური დანადგარები და რობოტები აგრძელებდნენ. Სინამდვილეში ყველაფერი ისე სხვაგვარად აღმოჩნდა, იმდენი ადამიანი დგას ამ ყველაფრის უკან, მე კი ე.წ. სატესტო ნიმუშებს ხშირად გვერდზე ვდებდი. ახლა როცა ვნახე ამ პატარა ქილაში რამხელა ადამიანური რესურსია ჩადებული, გულგრილად ვეღარ ვეპყრობი. სიტყვიერად და თეორიულად რამდენიც  უნდა მომესმინა იმ ყველაფრის შესახებ, რაც Qiriness-ის ლაბორატორიებსა და საწარმოებში ვნახე, სრულიად სხვაა, როდესაც საკუთარი თვალით ხედავ, თუ რამხელა პროფესიონალიზმზე, შრომაზე, რესურსსა და ხარისხზე დგას ბრენდი, რომელიც საზოგადოებას თავად უნდა გააცნო.