თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით 14 ოქტომბერს კახეთი Jazz and Wine Kakheti-ის მეშვიდე ფესტივალს უმასპინძლებს, რომლის სტუმარი ქვეყანა ამჯერად იტალიაა. ღონისძიებაზე, რომელიც ტრადიციულად დეგუსტაციით გაიხსნება, სტუმრები ქართულ ღვინოსთან ერთად, სტუმარი ქვეყნის, იტალიის უნიკალურ ღვინოებსაც დააგემოვნებენ, სამზარეულოს კი იტალიელი შეფმზარეული - მაურიციო სიცილიანო გაუძღვება. აღსანიშნავია, რომ “სტუმარი ქვეყნის” ტრადიცია Jazz and Wine-ის ფესტივალზე 2022 წელს დამკვიდრდა, როცა საქართველოს ამერიკელი მეღვინეები და მუსიკოსები ესტუმრნენ.
2023 წლის Jazz and Wine-ის ფესტივალის მოწვეული მუსიკალური სტუმრები არიან Salt Peanuts Show - განსაკუთრებულ სტუმართან, სარა ჯეინ ჯოტისთან ერთად, Theo Croker Quartet და Mo’Horizons. ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე. ფესტივალის წარმდგენი ტრადიციულად თიბისი კონცეპტია, ხოლო ოფიციალური სპონსორია Visa. აღსანიშნავია, რომ თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდის შემთხვევაში, შესაძლებლობა გაქვთ გადახდილი თანხის 20% დაიბრუნოთ.
ღონისძიების ორგანიზატორი, კახა კანდელაკი განმარტავს, რომ სხვა ქვეყნებში გამართული მსგავსი ფესტივალებისგან განსხვავებით, საქართველოში Jazz and Wine-ის ფესტივალი მცირე მეწარმეების შექმნილი პროდუქტების პოპულარიზაციასაც ისახავს მიზნად.
“აშშ-ში ყველაზე პოპულარული Jazz and Wine Festival კალიფორნიაში იმართება, რომლის ძირითადი აუდიტორია შეძლებული, ასაკოვანი ხალხია. ბორდოს ფესტივალზე პრაქტიკულად ერთი მთავარი შოუა, რომლის გარშემოც აწყობილია მთელი ღონისძიება. ჩვენთან ფესტივალი უფრო “დემოკრატიულია” იმ გაგებით, რომ აქ ყველას შეუძლია მოსვლა, რადგან წინანდალში და ზოგადად, კახეთში ბევრი ისეთი ადგილია, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დარჩნენ, პროგრამა მრავალფეროვანი გვაქვს… აქ შეგიძლიათ მოხვიდეთ მარტო, მეგობრებთან ან ოჯახთან ერთადაც. გვინდა, რომ Jazz and Wine-ის ფესტივალი ერთგვარი გამოცდილება იყოს, რომელსაც საყვარელ ადამიანებთან ერთად გაიზიარებთ”.
Jazz and Wine-ის ფესტივალი 14 ოქტომბერს, 13:00-ზე წინანდლის მამულის ამფითეატრში გაიხსნება. 14:00-იდან 17:00-მდე Salt Peanuts Show და სარა ჯეინ ჯოტი შეასრულებენ კომპოზიციებს. 19:00 საათამდე სტუმრებისთვის კერძებს მოამზადებს იტალიელი შეფმზარეული მაურიციო სიცილიანო, ხოლო 19:00-ზე Theo Croker Quartet ბოლრუმში დაუკრავს. ღონისძიების მიწურულს, 21:00-ზე, Mo’ Horizons-ის კონცერტი გაიმართება. კახა კანდელაკის თქმით, თეო კროკერი, რომელიც ფესტივალზე კვარტეტთან ერთად დაუკრავს, თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვანი მესაყვირე და ჯაზმუსიკოსია. ის ნომინირებული იყო Grammy-ზე და Echo Awards-ზე. მისი მუსიკა ხშირად ექსპერიმენტული და ელექტრონული მუსიკის ელემენტებს იყენებს, რაც კლასიკური ჯაზის მელოდიასთან ერთად საუცხოო ჟღერადობას ქმნის. “მთავარ სცენას კროკერი დაიკავებს. ისიც უნდა ითქვას, რომ Croker Quartet დახურულ დარბაზში დაუკრავს, სადაც დაჯდომა და მუსიკით ბოლომდე ტკბობა იქნება შესაძლებელი”.
დაწერე კომენტარი