ზაფხული მიილია და დროა ჩვენი გარდერობი შემოდგომის გრილი დღეებისათვის მოვამზადოთ. საზაფხულო, ცხელი დღეებისათვის განკუთვნილი ტანსაცმლის ჩანაცვლებასთან ერთად, შემოდგომის პირველი თვე სამსახურში, სკოლასა თუ უნივერსიტეტში დაბრუნების დროა, ამიტომ Hammock გთავაზობთ Shopping-რეკომენდაციებს, თუ სად შეძლებთ საშემოდგომოდ კომფორტული, საინტერესო და ამავდროულად, საჭირო სამოსისა და აქსესუარების შეძენას.
ezgif.com-webp-to-jpg (8).jpg94.36 KB შემოდგომა წვიმიანი სეზონია, ამიტომ სექტემბრისათვის ე.წ თრენჩის შეძენა საჭირო და აუცილებელიც კია. Acne Studios ვარდისფერი ქურთუკი უახლესი კოლექციიდან არის და ტრენდულობასთან ერთად საკმაოდ მოსახერხებელიც არის, დაკეცვის შემდეგ პატარა ჩანთად გადაიქცევა, ამიტომ მისი ტარება ნებისმიერ ადგილას უპრობლემოდ არის შესაძლებელი.
IMG_1874.jpg77.34 KBProenza Schouler-ის ნაქსოვი ჟაკეტი ცხელი დღეების დასასრულსა და შემოდგომის დასაწყისისათვის იდეალური არჩევანია. ამერიკელი დიზაინერის სამოსის შეძენას საქართველოში sense concept store-ში შეძლებთ.
crop3 (1).jpg80.3 KBშემოდგომის დადგომას თან მოჰყვება ტემპერატურის კლებაც, ამიტომ შესაბამისი სამოსის ყიდვა სექტემბრისათვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. 0711 ქართული ბრენდია, რომელმაც ტანისამოსის ხაზის წარმოება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. ჩვენს სიაში მოხვედრას კი ბრენდის ნაცრისფერი ვინტაჟური სტილის პიჯაკი აუცილებლად იმსახურებს.
image00005.jpeg1021.21 KBKEBURIA-ს 2023 წლის გაზაფხულის კოლექცია მხოლოდ ერთი სეზონისათვის საკმარისი სულაც არ არის. Ნაქსოვი ვარდისფერი ტოპი, რომელზეც ღუზაა გამოსახული, სექტემბრისთვის იდეალური სამოსია.
image00004.jpeg339.21 KBკლასიკური სამოსი უკვე დიდი ხანია ფორმალობასა და ოფიციალურ თავყრილობებთან აღარ ასოცირდება, ამიტომ თუნდაც ყოველდღიური სტილისათვის მეტი თავდაჯერებულობისა და ელეგანტურობისათვის The Frankie Shop - ის ნაცრისფერი ტონალობის შარვალს გირჩევთ.
IMG_1876.jpg651.12 KBთუ ინსტაგრამის ვარკვლავის, მატილდა ჯერფის, სტილი თქვენთვის კარგად ნაცნობია, მაშინ არც ნიუ-იორკში დაფუძნებული ბრენდი, Orseund Iris, იქნება უცხო. დახვეწილი, ესთეტიური, თუმცა ამავდროულად მარტივი სამოსი ჩვენი რეკომენდაციით საშემოდგომო გარდერობს კიდევ უფრო მეტად გაამდიდრებს.
ezgif.com-webp-to-jpg (10).jpg86.05 KBსპორტულ ფეხსაცმელს შესაბამისი სამოსიც სჭირდება, ამიტომ ორი ბრენდის კოლაბორაციიდან კიდევ ერთი ჩვენი სიისათვის საინტერესო ჟაკეტი შევძინეთ. ადიდასის ლეგენდარული ზოლებითა და Sporty & Rich - ის ლოგოთი გაფორმებული მაისური სექტემბრის shopping რეკომენდაციების ჩამონათვალში ადგილს ნამდვილად იმსახურებს.
Snapinsta.app_375087522_948650732868954_7129736391379523422_n_1080.jpg122.98 KBლოფერები შემოდგომის სეზონის ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი ფეხსაცმელია, რომელიც კლასიკურთან ერთად ყოველდღიური, მარტივი სტილის ნაწილიც არის. იტალიური ბრენდის, Tod’s-ის ლოგოთი გაფორმებული ლოფერები თვის და შესაძლოა წლის საუკეთესო შენაძენის ჯილდოსაც იმსახურებდეს.
image00003.jpeg498.01 KBსიის შედგენა მინი ქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ კი სექტემბრის shopping რეკომენდაციების სიის ბოლოს Nodaleto - ს მიმზიდველი და კომფორტული ფეხსაცმელი შევარჩიეთ.
image00001.jpeg931.86 KBAdidas-ის სპორტული ფეხსაცმლის მოდელს, Samba-ს, Sporty & Rich-თან კოლაბორაციამ ახალი სიცოცხლე შესძინა. განახლებული ფერებით წარმოდგენილი რეტრო სტილის მოდელი სექტემბრისათვის იდეალური არჩევანია.
hl-31231247622.png44.08 KBფრანგული ბრენდის, Longchamp-ის კულტად ქცეული ჩანთა Le Pliage რეგულარული გამოყენებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ყოველდღიურად თან უამრავი ნივთის, მათ შორის ლეპტოპის ტარებაც გიწევთ, იდეალური ვარიანტია.
image00002.jpeg1.49 MBქართველი დიზაინერის, ალექსანდრე ახალკაციშვილის ბრენდი მომხმარებელს სამოსის გარდა ახლა უკვე აქსესუარებსაც სთავაზობს. ჯინსის ჩანთა რეგულირებადი ქამრის დახმარებით ყოველდღიური გამოყენებისათვის თუ დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვისათვის მოსახერხებელი, მრავალფეროვანი და დახვეწილი ალტერნატივაა.
ezgif.com-webp-to-jpg (3).jpg90.07 KBმაღალი მოდის მომენტის ყველაზე მოთხოვნადი დიზაინერის, ჯონათან ანდერსონის პირადი ბრენდის, JW ANDERSON - ის, ჩანღა ნებისმიერ სეზონისათვის საუკეთესო არჩევანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შემოდგომისათვის ყოველდღიურ, კომფორტულ და კომპაქტურ ჩანთას ეძებ.
hl-31131124150.jpeg18.07 KBაქსესუარი ჩაცმულობის სრულყოფისათვის აუცილებელი დეტალია. ქართული სამკაულების ბრენდი MOŪLE ოქროსა და ვერცხლის სამკაულების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. ამისთვის უსასრულობის ფორმის Infinity Earrings შევარჩიეთ.
ქროფე.jpg111.51 KBიტალიელი პოეტის, დანტე ალიგიერის შემოქმედებით შთაგონებული, ლონდონში დაფუძნებული ბრენდი Alighieri სიძველის ელემენტებით გამდიდრებულ სამკაულებს აწარმოებს. ბრენდის მიერ ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის შექმნილი სამკაულებიდან სექტემბერში განსაკუთრებული აქტუალურობით ქალწულის ნიშნით შექმნილი ყელსაბამი სარგებლობს.
ezgif.com-webp-to-jpg (7).jpg160.08 KBზაფხულის დასრულება სათვალეების 1 წლით შენახვას სულაც არ ნიშნავს, ეს აქსესუარი წელიწადის ნებისმიერ დროს მოთხოვნადი და აქტუალურია. ჩვენი რეკომენდაციების სიისათვის კი სულ რამდენიმე წლის წინ შექმნილი ქართული ბრენდის, BERHASM-ის შავი ფერის სათვალე შევარჩიეთ, რომლის შეძენასაც IERI STORE-ში შეძლებთ.
Vivienne Westwood New Petite Orb Earrings62020032R001_R001_1.jpg98.71 KBVivienne Westwood - ის ცნობილი ორბიტის ფორმის სამკაულები ნელ - ნელა დროის გასვლასთან ერთად საკულტო მნიშვნელობას იძენს. ამიტომ, სამკაულებზე საუბრის დროს ჩვენ ბრენდის New Petite Orb საყურეს გირჩევთ, რომელიც ძვირფასი ქვებითა და Vivienne Westwood - ის სავიზიტო ბარათად ქცეული ლოგოს დამსახურებით ნებისმიერ შემთხვევაში აღნიშვნას იმსახურებს. სამკაულის შეძენას საქართველოში sense concept store - ში შეძლებთ, სადაც ბრიტანელი დიზაინერის სამოსი და აქსესუარები მრავლად არის წარმოდგენილი.
Snapinsta.app_329231268_1374340930028302_3637606563280032878_n_1080.jpg126.79 KBკალიფორნიაში დაფუძნებული ტანისსამოსისა და აქსესუარების ბრენდი Museum of Peace and Quiet ს კოლექციიდან ღია ფერის კეპი შევარჩიეთ, რომელიც ბრენდის ლოგოთია გაფორმებული. ყოველდღიურ, მარტივ ლუქებს ასეთი დანამატები გაცილებით უფრო საინტერესოს ხდის.
დაწერე კომენტარი