ზაფხულის დასასრულის და შემოდგომის პირველი დღეების კახეთში გატარება ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან და შთაბეჭდილებებთან ასოცირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს პერიოდი მნიშვნელოვან ფესტივალს ან ღონისძიებას ემთხვევა, ისეთს, როგორიც კლასიკური მუსიკის ფესტივალია, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად წინანდლის ისტორიულ მამულში ტარდება. ტრადიციაა ისიც, რომ ამ ფესტივალის ერთ-ერთი მუდმივი მხარდამჭერი თიბისი კონცეპტია, რომელიც წელს 10 სექტემბრის ჩათვლით, მეხუთე ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში, საკუთარ მომხმარებლებს ბილეთებსა და “რადისონ ქოლექშენის” სასტუმროს ნომრებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას სთავაზობს.
თუკი მომდევნო შაბათ-კვირის გატარებას კახეთში წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე აპირებთ, მრავალფეროვანი მოგზაურობისთვის პიანისტ დავით ალადაშვილის რეკომენდაციები, რომელიც კარგად იცნობს ამ მხარესაც და კლასიკურ მუსიკასაც, კიდევ უფრო დაგეხმარებათ.
საყვარელი ადგილი კახეთში ღია ცის ქვეშ ან ბუნებაში…
წინანდლის მამული და ამ მამულის ულამაზესი ბაღი.
საყვარელი სასტუმრო კახეთის რეგიონში…
აქვე მდებარე “რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული”, რომელიც განსაკუთრებული ადგილმდებარეობით გამოირჩევა. გირჩევთ აქვე დააგემოვნოთ დღის პირველი საუზმეც.
საუკეთესო ღვინის ბარი ან მარანი შაბათი საღამოსთვის…
ხოხბის ცრემლები , სადაც სტუმრობისას ყოველთვის ვაგემოვნებ ჩემს საყვარელ ღვინოს - ხაშმის საფერავს.
მუსიკა, რომელიც Weekend-ს ყველაზე მეტად უხდება და მუსიკა, რომელსაც შორ დისტანციაზე მგზავრობისას გზაზე ვუსმენ...
ზაფხულის weekend-ს და გზაზე მგზავრობას, ვფიქრობ, ყოველთვის განსაკუთრებით უხდება Bossa Nova.
ღირსშესანიშნაობა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო კახეთში, არის...
რა თქმა უნდა, ალავერდი
კახეთისკენ მიმავალ გზაზე პირველად ვჩერდები…
როცა კახეთში მოვდივარ, პირველი ადგილი, სადაც ვჩერდები, თელავში მდებარე “შატო მერეა”.
საუკეთესო დასვენება და განტვირთვა კახეთში ყოფნის დროს არის…
კახეთში გატარებული დრო ნებისმიერ სეზონზე გამორჩეულია, თუმცა განსაკუთრებული განტვირთვა და დასვენება რთველის პერიოდს ახლავს.
რა გიყვართ ამ მხარეში ყველაზე მეტად?
მაინც ღვინო.
ღონისძიება-ფესტივალი, რომელსაც ვიქენდზე კახეთში ყოფნისას აუცილებლად ვესტუმრები…
კახეთში ჩემი საყვარელი ღონისძიება “წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალია” - უნიკალური შესაძლებლობა ცოცხლად მოუსმინო ამ ჟანრის მსოფლიო ვარსკვლავებს.
მაშინ გვირჩიეთ შემსრულებლები წინანდლის წლევანდელი ფესტივალიდან, რომელთა გამოსვლასაც აუცილებლად უნდა დავესწროთ.
რთულია გამოარჩიო - ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა ყოველ წელს, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ლიზა ბათიაშვილის კონცერტებია.
დაწერე კომენტარი