ლეგენდარულ გამომცემლობა Phaidon-ს, რომელიც 1923 წელს ბელა ჰოროვიცმა, ფრედერიკ უნგარმა და ლუდვიგ გოლდშაიდერმა დააარსეს, 100 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად როკფელერის ცენტრში გამომცემლობამ გამოფენა გამართა, სახელწოდებით “100 Years of Creativity: A Century of Bookmaking at Phaidon”.გამოფენაზე Phaidon-ის 150-ზე მეტი წიგნია წარმოდგენილი, რომლებიც გამომცემლობამ 1920 წლიდან მოყოლებული, ერთი საუკუნის მანძილზე გამოსცა. ვენაში დაფუძნებული გამომცემლობა წიგნებს ბოლო საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენების შესახებ ქმნიდა და თავის მხრივ დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ხელოვნებაზე. Phaidon პოპულარულ ბრენდებთან, ისევე როგორც არტისტებთან ხშირად თანამშრომლობს და ამ მხრივ თანამედროვე კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ერთგვარი არქივია. Phaidon-ის დახმარებით წიგნები გამოსცეს ისეთმა ცნობილმა არტისტებმა, როგორებიც არიან Rihanna, ენი ლეიბოვიცი და სტივენ მეიზელი.Phaidon-ის აღმასრულებელი დირექტორის, კით ფოქსის თქმით, “100 Years of Creativity მოგვითხრობს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ უწყობდა ხელს Phaidon მსოფლიოს ყველაზე კრეატიული ადამიანების ხედვის გავრცელებას ბოლო 100 წლის მანძილზე”. ნიუ-იორკში გამოფენა 18 სექტემბრამდე გაგრძელდება, მომდევნო თვეს კი ლონდონში გადაინაცვლებს.
დაწერე კომენტარი