მას შემდეგ, რაც 1932 წელს ვენეციის კინოფესტივალმა Esposizione d’Arte Cinematografica-ს სახელით პირველად აიღო სტარტი, 30 აგვისტოს ფესტივალის წითელი ხალიჩა უდიდესი რეჟისორებისა და მსახიობებისათვის მე-80-ედ გაიშალა. 91-წლიანი ისტორიის განმავლობაში კინო სამყაროსათვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი არაერთი ეკრანს მიღმა ხატად ქცეული მომენტის მასპინძელია. ამიტომ, სანამ 9 სექტემბერს ფესტივალი ოფიციალურად დაიხურება, წარმოგიდგენთ გამორჩეულ მომენტებს ვენეციის კინოფესტივალის არქივიდან.
ჯინჯერ როჯერსი ჟაკ ბერჟერაკთან ერთად 1952 წელს ვენეციის ღამის კლუბში
მაგდა და რომი შნაიდერები 1957 წელს ანდრე კაიატის ფილმის "თვალი თვალისთვის" პრემიერაზე
ფოტოგრაფებით გარშემორტყმული ბრიჯიტ ბარდო 1958 წლის ვენეციის კინო ფესტივალზე
1953 წელს კირკ დუგლასი ფანს ავტოგრაფს უტოვებს
1956 წელს ჯინა ლოლობრიჯიდა რიგით მე - 17 ვენეციის კინო ფესტივალის ფარგლებში სასტუმროს ტერასიდან გულშემატკივრებს ესალმება
1959 წელს მექსიკელი მსახიობი მარია ფელიქსი არჩევს სამკაულს ვენეციის კინოფესტივალის ღონისძიებისათვის
ელიზაბეტ ტეილორი 1950 წელს ლიდოს სანაპიროზე
მარია კალასი 1942 წელს ვენეციის სანაპიროზე 40-იანების სტილის საცურაო კოსტიუმში
უინძორის ჰერცოგი და ჰერცოგინია 1956 წლის ვენეციის კინოფესტივალზე
ბრიტანელი მსახიობი დაიანა დორსი 1955 წელს წმინდა მარკის მოედანთან გონდოლით სეირნობისას
1948 წელს მერი პიკფორდი პორტატული კამერით იღებს კინოფესტივალს
1955 წელს სოფი ლორენი წითელი ხალიჩის ღონისძიებებს შორის რესტორანს სტუმრობს
პოლ ნიუმანი 1963 წელს ფილმ Hud-ის პრემიერაზე
კლაუდია კარდინალე 1965 წლის ვენეციის კინოფესტივალის ფარლგლებში ფილმ Sandra-ს წარდგენაზე
დაიანა როსი 1972 წლის ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში Lady Sings the Blues-ის წარდგენაზე
ფოტო: vogue
დაწერე კომენტარი