LC Queisser-ში 8 სექტემბერს თელაველი თვითნასწავლი მხატვრის, ვახტანგ დავითაშვილის გამოფენა გაიხსნა.
ვახტანგ დავითაშვილი 1946 წელს დაიბადა და მხატვრობით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. წლების მანძილზე იგი თელავში დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა, თუმცა მისი ნამუშევრები კახეთის გარდა იშვიათად გამოფენილა. მხატვრის შემოქმედება დროთა განმავლობაში უფრო აბსტრაქტული გახდა და 90-იანებიდან ხელოვანმა აქტიურად დაიწყო “მეტანამუშევრების” შექმნა. გამოფენის თანაკურატორის, თეა გვეტაძის თქმით, “დავითაშვილი მეტანამუშევრებს ქმნის, სადაც სხვადასხვა გამოსახულებას ერთ სიბრტყეზე აქცევს და აზრის ქმნადობის დახვეწილ პროცესს ცხადყოფს…ეკლესიების, პეიზაჟების, ხეების, გაზეთების და პეპლების გამოსახულებები, აბსტრაქტული ნიმუშების ფონზე გეომეტრიულად ფიქსირდება.
დავითაშვილის მხატვრობამ დიდი გავლენა იქონია თელაველ თვითნასწავლ მხატვრებზე, რომლებმაც ქართულ მხატვრობას მრავალი საინტერესო ნამუშევარი შემატეს და თელავში ქალაქისთვის სახასიათო უნიკალური ფერწერის სტილი დაამკვიდრეს.
დაწერე კომენტარი