15 ივლისს ზღვის დონიდან 2,800 მეტრზე, გამთენიისას, 06:12-ზე გუდაურის მთაზე სიცოცხლით სავსე ბრენდი, ვიანი დაიბადა. ამომავალი მზის პირველი სხივების შესახვედრად ბრენდის თანამშრომლები გამთენიისას შეიკრიბნენ. მთაზე მსვლელობაც სიმბოლური იყო - ერთიანობის, მხარდაჭერის, გუნდურობის გამოვლინება. წლების განმავლობაში სამედიცინო ინდუსტრიის მნიშვნელოვანმა კონტრიბუტორმა კომპანიამ - ევექსმა გამოწვევებით სავსე არცთუ მარტივი, მაგრამ საინტერესო და წარმატებული გზა სწორედ ერთიანობით გაიარა. 

ბრენდმა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ახალ ეტაპზე გადასვლა სიმბოლურად მზის ამოსვლას - ახალი დღის დასაწყისს შეადარა, ოპტიმიზმით და ენერგიით სავსე დასაწყისს. 

გამთენიის 06:12-ზე ვიანის ლოგოს არტ-ინსტალაცია ამომავალი მზის პირველი სხივების ფონზე ნელ-ნელა წამოიმართა და ზუსტად მაშინ, როდესაც სხივები ერთიანობის ამსახველ ლოგოში გამოჩნდნენ, დაიბადა ვიანი. ასე დასრულდა ევექსი ჰოსპიტლების რებრენდინგი და ბრენდი ახალი სტრატეგიითა და ვიზუალური იდენტობით წარდგა თანამშრომლების წინაშე. 

_MG_7708.jpg 141.03 KB

სულ პირველი ცვლილება კი მისიის შექმნით დაიწყო. მისიის, რომელიც კომპანიის თანამშრომლებში ჩატარებული არაერთი კვლევის საფუძველზე განისაზღვრა და მათ რეალურ მოწოდებას ახმოვანებს: განვავითაროთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა ჩვენი თანამშრომლების, მომხმარებლების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.  

 

ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის განვითარება კი არამხოლოდ დაავადების მართვას, არამედ ცხოვრების წესში მარტივი ცვლილებების შეტანით ჯანმრთელობაზე პრევენციულ ზრუნვას გულისხმობს, ისევე როგორც მენტალური ჯანმრთელობის გაფრთხილებას, ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხებზე განათლების და ცნობიერების ამაღლებას, well being სერვისების განვითარებას, პერსონიფიცირებულ მიდგომას, გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

 

ბრენდის ახალი ვიზუალური იდენტობა მის ღირებულებებს და სტრატეგიულ მიმართულებას ეფუძნება.  ლოგო ორი სიმბოლური მხარის -ექიმისა და პაციენტის/გუნდის წევრების ერთიანობას ასახავს. ბრენდის ძირითად იასამნისფერთან ერთად ბრენდინგში შემოტანილია გარდამავალი ფერები, რაც სიმბოლურად მზის ამოსვლას, ახალი დღის დასაწყისსა და ოპტიმიზმს ასახავს. 

_MG_7736.jpg 54.06 KB
ბრენდის სტრატეგიის შემადგენელი ღირებულებები მისი ერთგვარი DNA-ა: 

 

●      ჩვენ გვაძლიერებს ენერგია, რომელსაც ერთიანობით ვქმნით - ერთიანობა

●      თავისუფალი გარემო ინოვაციებისა და სიახლეებისკენ სწრაფვის გამბედაობას გვაძლევს - კრეატიულობა

●      ღიმილით, იმედით და რწმენით ვქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს - ოპტიმიზმი 

●      უწყვეტი განათლებითა და განვითარებით საყვარელ საქმეს უსასრულო მისიად ვაქცევთ - მუდმივი განვითარება

●      შედეგზე ორიენტაციით, სწრაფი გადაწყვეტილებებით, მოქნილი მიდგომით ვამარტივებთ სამუშაო პროცესს  - ეფექტურობა

 

სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით მიჰყვება ბრენდი დასახული მიზნისაკენ მიმავალ გზას. კომპანიისათვის უპირველესი ადამიანია და მისი არსებობის უმთავრესი მიზანიც სწორედ მის გარშემო ერთიანდება. ჯანმრთელობაზე ზრუნვა სიცოცხლის მუდმივი თანმდევი პროცესია, ვიანი კი ცდილობს ამ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში ადამიანის მეგზური გახდეს, რომელიც ძლიერი ემპათიით, იმედით, წარმოსახვისა და ურთიერთობების უშრეტი ძალით, მუდმივი ინოვაციებითა და მდგრადი, ეფექტური და მეგობრული სისტემით არჩეული მთავარი როლის, სიცოცხლის მამოძრავებელი ძალის შესრულებას ეცდება.  

 

ყველასთვის ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების შექმნით დაწყებული ისტორია, ჯანმრთელობაზე ზრუნვის ახალ ეტაპზე გადასვლით გრძელდება - ეტაპით,  როდესაც ბრენდი მუდამ თქვენ გვერდითაა და დაავადებების მკურნალობის გარდა ყოველდღიურად გეხმარებათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში. ვიანი ქართული ჯანდაცვის სფეროს ახალი სიტყვაა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის რეფლექსის გაძლიერებას.