ფრანგულმა მოდის სახლმა 14 სექტემბერს Louis Vuitton [Extended ]-ის არხზე საზოგადოებას ბრენდის პირველი პოდკასტი წარუდგინა. თვეში ორჯერ, 20 - 40 წუთის ხანგრძლივობის ექსკლუზიურ პოდკასტს ცნობილი ფრანგი მოდის ჟურნალისტი, ლოიკ პრიჟენტი უმასპინძლებს და მსმენელს ბრენდის სამყაროში იმ ადამიანებთან ერთად ამოგზაურებს, რომლებიც უძველესი მოდის სახლის მემკვიდრეობას ქმნიან. პოდკასტის პირველი სტუმარი ფარელ უილიამსია, რომელმაც წლის დასაწყისში Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორის პოზიცია დაიკავა. 26-წუთიანი ეპიზოდის განმავლობაში უილიამსი ფრანგულ მოდის სახლში მისი სადებიუტო კოლექციის, მამაკაცის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის, შთაგონებასა და პარიზში თეატრალურად დადგმულ ჩვენებაზე საუბრობს. მომდევნო ეპიზოდებში პრიჟენტი Louis Vuitton-ის მთავარ სამხატვრო დირექტორს, ნიკოლა ჟესქიერს პარფიუმერიის ხაზის ხელმძღვანელს, ჟაქკუს კავალიერ ბელეტრუდსა და საათებისა და სამკაულების სამხატვრო ხელმძღვანელს, ფრანჩესკა ამფითეატროფის უმასპინძლებს. გარდა ამისა, მოდის სახლის პირველი პოდკასტის სტუმრები შემოქმედებით გუნდთან ერთად ის მსახიობები, მომღერლები თუ ათლეტებიც იქნებიან, რომლებიც ბრენდის პოპულარიზაციისა და მისი შენების პროცესში არიან ჩართულნი.
ფოტო: Vogue, Harper’s Bazaar
დაწერე კომენტარი