მაროკოსა და მარაქეშის ხშირმა სტუმრებმა, ივ სენ ლორანმა და პიერ ბერჟმა 1990 წელს ტანჟერში ზღვისპირა ვილა შეიძინეს. ფრანგმა დიზაინერმა სახლის ინტერიერზე მუშაობა ჟაკ გრანჟს მიანდო. მფლობელების მოთხოვნა მხოლოდ ერთი იყო, ფრანგ ინტერიერის დიზაინერს შეექმნა 1950-იანი წლების ექსცენტრიკული ინგლისელის სახლი, რომელიც საცხოვრებლად ქალაქში ჩამოდის. სწორედ ასე შეიქმნა Villa Mabrouka, რაც არაბული სიტყვაა და ინგლისურ ენაზე “იღბლის ვილას” ნიშნავს.

ზღვისპირა ვილა ათწლეულების განმავლობაში უცხო თვალისა და ცნობისმოყვარე საზოგადოებისათვის თითქმის უხილავი იყო. თუმცა, ახალი მფლობელისა და ბრიტანელი დიზაინერის, ჯასპერ კონრანის ხელმძღვანელობით ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის ნავსაყუდელი სასტუმროდ გარდაიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ კონრანს კერძო რეზიდენციის გათანამედროვება და გაცოცხლება სურდა, მისი ძირითადი არსისა და იდეის შენარჩუნება მაინც შეძლო. თუმცა, გარკვეული ცვლილებები სასტუმროდ გარდაქმნის დროს მაინც აღმოჩნდა საჭირო, კლდეში გამოკვეთილ დიდ აუზს, კიდევ ერთი აუზი დაემატა, ამასთან ერთად გაიხსნა სამი რესტორანი და განახლდა ავეჯი. 

დღეს სასტუმროს სახით წარმოდგენილ კერძო რეზიდენციას წარსულთან ერთად გამორჩეულს მედინასა და გიბრალტარის სრუტესთან სიახლოვეც ხდის, რაც მაროკოს ვიზიტორებს, ივ სან ლორენის მსგავსად,  ყველაზე მეტად იზიდავთ. 


ფოტო : Vogue