მას შემდეგ, რაც შარშან, 13 სექტემბერს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში Vogue World-ის პირველმა გამოშვებამ ქალაქის ქუჩები დაიპყრო, გუშინ ღამით ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა ბრიტანული კულტურისა და მოდის თეატრალური ზეიმისათვის. BAFTA-ს მფლობელი რეჟისორის, სტივენ დალდრის მიერ ქორეოგრაფიულად დადგმულ საღამოს კიდევ უფრო მეტი სანახაობა ჩვენების ბოლოს 90-იანებისა და სამოდელო ბიზნესის ხატად ქცეული ოთხეულის გამოჩენამ შესძინა
მანამ სანამ 24 სექტემბერს The Supermodels-ის დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგება, ლინდა ევანჯელისტა, ნაომი ქემპბელი, სინდი კროუფორდი და ქრისტი ტარლინგტონი კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ანა ვინტურისა და ედვარდ ენინფულის მიერ ორგანიზებული ჩვენების ბოლოს ვალენტინოს, ფენდის, ვერსაჩესა და ალექსანდრ მაკქუინის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სამოსით გამოჩნდნენ. თუმცა, Vogue-ის კულტურისა და მოგზაურობის ლონდონის გამოცემა კიდევ ერთი გამორჩეული ბრიტანელი მოდელის გარეშე ვერ ჩაივლიდა და ჩვენებაზე 90-იანების ტოპმოდელი ქეით მოსიც ვიხილეთ.
ფოტო: Vogue Runway
დაწერე კომენტარი