menu close search
News

Hennessy-სა და NBA-ის თანამშრომლობა და ღონისძიება მესამე ლიმიტირებული გამოშვების აღსანიშნად

19 სექტემბერი, 2023

დეა კოლოტაური

2020 წელს Hennessy-სა და NBA-ს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად გამოცხადდა. ორ საკულტო ბრენდს შორის კოლაბორაცია გლობალურ კულტურაზე გავლენასა და მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას ისახავს მიზნად. ამასთან ერთად, კომპანიებს შორის გაფორმებული თანამშრომლობა ნათლად წარმოაჩენს მათ წვლილს NBA-ის, როგორც გლობალური ფენომენის ჩამოყალიბებაში, კალათბურთის კორტზე თუ მის მიღმა. სწორედ Hennessy-ს ინიციატივით განხორციელდა პროექტი Courts Beyond Limits - უპრეცენდენტო, ინოვაციური კალათბურთის კორტები შანხაიში ცათამბჯენის თავზე, სიდნეის ყურეში, ლონდონში მდინარე ტემზაზე და მსოფლიოს სხვა არაერთ ადგილას.

BUL_6799 BUL_5908 BUL_5880 BUL_6015 BUL_6363 BUL_6523 BUL_5729


ყოველწლიურად ბრენდები გლობალური თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებთან ერთად Hennessy-ის ბოთლის ლიმიტირებულ, ბრენდირებულ დიზაინს ქმნიან. 14 სექტემბერს კი ბრენდების კოლაბორაციით შექმნილი მესამე გამოშვების აღსანიშნად Moët-Hennessy-მა ღონისძიებას უმასპინძლა. მოწვეულ სტუმრებს ადგილზე ახალი დიზაინით გაფორმებულ ლოკაციასთან ერთად, გასართობი აქტივობების მრავალფეროვანი არჩევანი ელოდათ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს მუსია ქებურიას მიერ პარტნიორობის ვიზუალურად აღსაწერად შექმნილი გრაფიტი დახვდათ, ამასთან ერთად მსურველებს ტატუ არტისტ ლაშა ჩხაიძესთან Hennessy-ის ლოგოთი თუ დიზაინით გაფორმებული დროებითი ტატუს დახატვა შეეძლოთ. NBA-ის სულის შესაგრძნობად კი საღამო dance battle-სა და ჰიპ-ჰოპ მოცეკვავეების პერფორმანსებსაც დაეთმო. 

  Hennessy-სა და NBA-ს კოლაბორაციით შექმნილი  მესამე ლიმიტირებული გამოშვების შეძენა საქართველოში ალკორიუმის ფილიალებსა  და Wolt-ზე Moët-Hennessy-ის მაღაზიაშია  შესაძლებელი. 

გამოქვეყნების თარიღი:

19 სექტემბერი, 2023

დაწერე კომენტარი