1984 წელს კიტ ჰარინგმა ჯონ ლენონის 9 წლის ვაჟის დაბადების დღეზე პირველი ციფრული ნახატი შექმნა. იმ საღამოს ჰარინგი ენდი უორჰოლთან, სტივ ჯობსა და კენი შარფთან ერთად იმყოფებოდა. Apple-ის შემქმნელმა სტუმრებს კომპანიის მიერ წლის დასაწყისში გამოშვებული მაკინტოშის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე პერსონალური კომპიუტერი და მისი შესაძლებლობებიც აჩვენა, თუმცა არტისტმა ნამუშევრების შესრულება Amiga-ს პერსონალური კომპიუტერით დაიწყო. 

Screenshot 2023-09-22 at 16.20.44.png 686.08 KB

 შემოქმედების ციფრულ სამყაროში გადატანამ კიტ ჰარინგი პიქსელის პიონერად აქცია. ფერთა მძლავრი პალიტრა, მუქი ხაზები, მოცეკვავე და აბსტრაქტული ფიგურები ჰარინგის შემოქმედების ციფრული მხატვრობის მთავარ ნიშას წარმოადგენს, ეს დეტალები კი 80-იანი წლების დასაწყისში, მაშინ როცა ტექნოლოგიების ეპოქა ჯერ მხოლოდ დაბადების ეტაპზე იყო, ნამუშევრებს უფრო დიდ მხატვრულ მნიშვნელობას სძენს. 

Screenshot 2023-09-22 at 16.21.06.png 740.65 KB
ციფრული ნახატების სერია აქამდე ხელმისაწვდომი მხოლოდ ე.წ ფლოპი დისკების სახით იყო შესაძლებელი, თუმცა კიტ ჰარინგის ფონდმა გადაწყვიტა Amiga-ს ნამუშევრები Ethereum-ის დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინზე დაეგენერირებინათ. ამიტომ დღეს ნამუშევრების გამოფენა, დაბეჭდვა და შეგროვებაც NFT-ების არის შესაძლებელი. ამ ყველაფრის აღსანიშნად ფონდის გადაწყვეტილებით ბრიტანულ კომპანია Christie’s-ზე ონლაინ აუქციონი და გამოფენა Keith Haring: Pixel Pioneer მოეწყო. აუქციონი გასული თვის განმავლობაში წარმოდგენილი იყო როგორც ლონდონში, ისე ნიუ-იორკსა და სეულშიც. 

როგორც კიტ ჰარინგის მეგობრები აღნიშნავენ, არტისტი დროს უსწრებდა. ვებ 3 ტექნოლოგიამ მოხსნა ბარიერები მუზეუმებისა და ხელოვნების ნებისმიერი დაწესებულებისათვის და ახლა მსურველებს ნამუშევრების ნახვა ადგილზე მისვლის გარეშე ციფრულადაც შეუძლიათ. სწორედ ეს სურდა ჰარინგს - მისი ცხოვრების მთავარი მანტრა “ხელოვნება ყველასათვისაა”, წლების შემდეგ რეალობად იქცა და ტექნოლოგიების განვითარებამ საზოგადოებას მისი შემოქმედებით ტკბობის საშუალება მისცა. ნიუ-იორკის ქუჩების ხელოვნების კულტურით შთაგონებული პოპ-არტისტი საზოგადოებამ, როგორც ციფრული ხელოვნების პიონერი პირველად სწორედ აღნიშნული გამოფენისა და აუქციონის შემდეგ გაიცნო, რადგან მისი შემოქმედების ეს ასპექტი მასებისათვის ჯერ კიდევ უცნობი იყო. 


ფოტო: Christie’s,The Vinyl Factory