menu close search
ხელოვნება

ნანა ზაალიშვილის გამოფენა Element მილანის Oxilia Gallery-ში

27 სექტემბერი, 2023

დეა კოლოტაური

20 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე მილანში მდებარე Oxilia Gallery ქართველი არქიტექტორის, ნანა ზაალიშვილის სოლო გამოფენას - Element-ს უმასპინძლებს. გამოფენის ფარგლებში თავად არქიტექტორის მიერ შერჩეული ქვითა და ხით შესრულებული 7 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი:

Element Console in Tearraonyx Stone;

Element 3-Seater Bench in Chestnut Wood;

Element Side Table in Georgian Red Marble;

Element Shelf in Century Old Oak Wood;

Element Black Chair in Century Old Oak Wood;

Brick Candle holders Burnt Pine Wood;

Brick Wall Lamp in Onyx and Brass.


 ნანა ზაალიშვილის Element-ის ნამუშევრები ქართული ტრადიციული ოდა სახლისა და არქიტექტორ გიორგი ჩახავას გამოგონების, “სამშენებლო ელემენტის” შთაგონებით შეიქმნა. 2017 წელს მის მიერ გამოცემულ წიგნზე - “ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში” მუშაობისას ნანამ ყურადღება გაამახვილა გიორგი ჩახავას მიერ გამოგონებულ ბეტონის ელემენტებზე და Element-ის კოლექციით მისი ფორმის მსგავსი კონსტრუქციები წარმოადგინა. თუმცა, მათი მოქნილობისა და ფუნქციური თავისუფლებისათვის აღნიშნული კონსტრუქციები სტრუქტურას მარტივად იცვლის.

Oxilia - Nana Zaalishvili-3549 Oxilia - Nana Zaalishvili 1stDibs-3598 Oxilia - Nana Zaalishvili 1stDibs-3579 Oxilia - Nana Zaalishvili-3511

 საყოფაცხოვრებო მასალებით შექმნილი ხელნაკეთი კოლექცია ტრადიციულ ოსტატობასა და მუშაობის თანამედროვე ტექნიკას აერთიანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხის მასალის ნიმუშები ქართული ტრადიციული ოდას სახლების საყრდენი ხის ნაწილებისაგან არის დამზადებული. კოლექციის თითოეული ნიმუში ინდივიდუალური,  დელიკატური პროცესით არის შექმნილი და ხაზს უსვამს მათ ხარისხსა და არტისტის ოსტატობას. ნანა ზაალიშვილის სოლო გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია სკამები, მაგიდები, თაროები, ეზოსათვის განკუთვნილი სკამები და ინტერიერისა თუ ექსტერიერისათვის განკუთვნილი სხვა ავეჯის სახეობები.



გამოქვეყნების თარიღი:

27 სექტემბერი, 2023

დაწერე კომენტარი