ციურიხში, Kunsthalle Zurich-ის გალერეაში Lc Queisser-ის რეზიდენტი მხატვრის, ელენე ჩანტლაძის გამოფენა - As in a melody or a Bird’s nest, ოტო ბონენის კურატორობით, 7 ოქტომბერს გაიხსნება და 21 იანვრამდე გაგრძელდება. LC Queisser-ის მიხედვით, ეს ჩანტლაძის პირველი ინსტიტუციონალური გამოფენაა, სადაც არტისტის 100-მდე ნამუშევარი იქნება წარდგენილი.
Kunsthalle Zurich-ის პრესრელიზის მიხედვით, ჩანტლაძის შემოქმედება შეიძლება დახასიათდეს, როგორც “თავისუფალი ხატვა”, სადაც არტისტი უშუალოდ ხატვის პროცესში ქმნის ნახატის სტრუქტურას და ფიქრების ნაკადის მსგავსად, მისი ნამუშევრები ერთი შეხედვით შეიძლება ქაოსური ან დისონანსური იყოს, თუმცა ყველგან იკვეთება რაღაც უნიკალური განწყობა. “თავისუფალი ხატვა” ჩანტლაძის არაერთი ნამუშევრის სახელია, რაც ხანდახან პირდაპირ წაწერილია ხოლმე ნახატზე. ქართველი არტისტის მხატვრობა ყოველდღიურობით და გარემოცვით არის შთაგონებული, სადაც ადგილს წარსულიც ხშირად პოულობს. ჩანტლაძის ნამუშევრებში ვხედავთ პერსონალურ ტრაგედიებს, ძალადობისა და ომის თემატიკასაც, რაც დიდწილად 2008 წლის აგვისტოს ომით არის განპირობებული.
გამოქვეყნების თარიღი:
29 სექტემბერი, 2023
დაწერე კომენტარი