COVID-19-ის პანდემიის გამო არაერთმა საჯარო თუ კერძო დაწესებულებამ გაურკვეველი დროით შეწყვიტა ფუნქციონირება. მათ შორის სტუმარმასპინძლობის, ცხოვრების სტილის განვითარებისა და აგრომეწარმეობის სფეროებში წამყვანი ქართული კომპანიის, “აჭარა ჯგუფის” სასტუმროთა ქსელიც აღმოჩნდა. თუმცა უკვე დღეიდან ყაზბეგისა და ბაკურიანის მთებში განლაგებული სასტუმროები - Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი სტანდარტებითა და პროტოკოლით განაახლებენ სტუმრების მიღებას. “აჭარა ჯგუფი” მსურველებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით უმასპინძლებს.
დღეიდან უკვე თავისუფლად შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა ყაზბეგსა და ბაკურიანში და კვლავ ისარგებლოთ Rooms Hotels-ის გამორჩეული და განსაკუთრებული შეთავაზებებით.
დაწერე კომენტარი